Touch22-ის Pitch-ის გამარჯვებული ქართული სტარტაპი Calen AI გახდა
7-8 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში, კავკასიაში უდიდესი ტექნოლოგიური კონფერენცია — Touch Summit — იმართება. ღონისძიების დასასრულს, Touch-ის ორგანიზატორმა, ბექა ქვარცხავამ Pitch სესიის გამარჯვებული ქართული სტარტაპი გამოაცხადა. ეს Calen AI-ია — სტარტაპი, რომელმაც ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი შექმნა და კომპანიებს მომხმარებელთან კომუნიკაციის ავტომატიზაციას სთავაზობს.
სტარტაპის დამფუძნებლის, ირაკლი ბესელიძის თქმით, CALEN AI არის პირველი ქართული, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი, რომელიც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს მომხმარებელთან კომუნიკაციას გაუმარტივებს. მისი საშუალებით კომპანიები შეძლებენ ნებისმიერი რუტინული საუბრის ავტომატიზაციას, როგორც ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ვოთსაფზე, ვებჩატზე, ტელეგრამზე, ვაიბერზე, Google Business Message-ებზე, ისე სატელეფონო ზარებისა თუ SMS-ების ფარგლებშიც.
წაიკითხეთ ვრცლად, სტარტაპის შესახებ: ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტი მალე კომპანიებში დარეკვისას გიპასუხებთ — CALEN AI
Touch-ზე გამართული გამოფენის ფარგლებში 30 სტარტაპი შეირჩა, საიდანაც გადარჩეულ 10 სტარტაპს შესაძლებლობა ჰქონდა თავი წარედგინა აუდიტორიისთვის და სპეციალურად ფიჩინგისთვის შერჩეული ჟიურისთვის. ჟიურმა სამი სტარტაპი გამოავლინა, რომელიც რუსთაველის თეატრის სცენაზე, ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგა.
გამარჯვებულის შესახებ კი 30 წუთის შემდეგ გვამცნეს. Calen AI-ის Kettari Foundation-ის მიერ დაწესებული პრიზი, 5 000 ევრო გადაეცა.
კომენტარები