GPS ხელოვნება: როგორ დაამყარა იაპონელმა კაცმა გინესის რეკორდი ხელის თხოვნის პროცესში
თუ ბეჭდის ხინკალში ჩადება ორიგინალური იდეა გეგონათ, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს...
2008 წელს იასუში ტაკაჰაშის სურდა, შეყვარებულისთვის ხელი ორიგინალურად ეთხოვა. ამისათვის, Google-ის ცნობით, იაპონელი ახალგაზრდა შორ გზას დაადგა და ექვს თვეში 7163 კილომეტრი გაიარა.
ალბათ, იკითხავთ, რა იდუმალი ჩანაფიქრი ამოძრავებდა შეყვარებულ ტაკაჰაშის ან რა რეკორდის დამყარება შეძლო მან. ამ მოგზაურობის შედეგად, დაოჯახებასთან ერთად მონდომებულმა ახალგაზრდამ მსოფლიოს უდიდესი GPS ხელოვნების ნიმუშის შექმნაც მოახერხა.
Google Earth-ის მარშრუტით შექმნილი წარწერაზე ისარგაყრილ გულთან ერთად ფრაზა "Marry Me" იყო გამოსახული.
შეტყობინების GPS-ის საშუალებით დასაწერად, ტაკაჰაშიმ იაპონიის ჩრდილოეთით მდებარე კუნძული ჰოკაიდოდან ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში, კაგოშიმას ნაპირებამდე იმოგზაურა. ისტორია უფრო გალამაზდება, თუკი დავამატებ, რომ მოგზაურობის დაწყებამდე ახალგაზრდამ, რომელსაც ტოკიოს ფარგლები იქამდე დატოვებული არ ჰქონდა, სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.
პროცესში ტაკაჰაშიმ ახალი ჰობიც შეიძინა, ქორწინების შემდეგ მან 1000-ზე მეტი GPS ხელოვნების ნიმუში შექმნა და 24 ქვეყანაში 100000 კილომეტრზე მეტი გაიარა.
რა არის GPS ხელოვნება?
GPS ხელოვნება ახალი მიმდინარეობაა, რომლის მიხედვითაც, ხელოვანი კონკრეტული აპლიკაციით (Google maps ან Strava) აკონტროლებს მოძრაობის მიმართულებასა და მანძილს, რათა რუკაზე მარშრუტით სასურველი გამოსახულება დაიტანოს.
GPS ხელოვნების ნიმუშს შემთხვევით ვერ შექმნით, ამისათვის მოგზაურობის ძალიან ზუსტად დაგეგმვაა საჭირო. ასევე, მის შესაქმნელად ყველაფრის გამოყენება შეგიძლიათ, ველოსიპედის, ავტომობილის ან უბრალოდ ფეხით გასეირნების, თუმცა შეგახსენებთ, რომ თუ ვინმესთვის თავის მოწონებას ცდილობთ, ტაკაჰაშის უნდა მიბაძოთ, რომელიც ძირითადად ფეხით გადაადგილდებოდა...
კომენტარები