როგორ მოიპარა ხელოვნურმა ინტელექტმა შობა: ახალი AI ბავშვებს ეუბნება, რომ სანტა კლაუსი რეალური არ არის
"გწერ, რათა გაგაგებინო, რომ მე არ ვარ ნამდვილი ადამიანი, არამედ ვარ პერსონაჟი, რომლის შესახებაც შენი მშობლები სიყვარულით გიყვებოდნენ ისტორიებს", — დაწერა ბოტმა, რომელიც სანტას როლს თამაშობდა.
OpenAI-ის ახალი ჩეთბოტი იმდენად ყოჩაღია, რომ მოახერხა, ბავშვების წინაშე სანტა კლაუსად წარმოეჩინა თავი და, ამავდროულად, აეხსნა, რომ სანტა რეალური არ არის. ირონიულია, არა?!
როცა ახალი ChatGPT-ის შესაძლებლობები გატესტა, Shopify-ის აღმასრულებელმა სინტია სავარდმა გამოაქვეყნა გენერირებული ტექსტი, რომელიც, მისი თქმით, მას "ოდნავ ემოციურს" ხდიდა.
"გწერ, რათა გაგაგებინო, რომ მე არ ვარ ნამდვილი ადამიანი, არამედ ვარ პერსონაჟი, რომლის შესახებაც შენი მშობლები სიყვარულით გიყვებოდნენ ისტორიებს", — დაწერა ბოტმა, რომელიც სანტას როლს თამაშობდა.
როგორც ხელოვნური ინტელექტის მოყვარულებმა აღნიშნეს, OpenAI-ის მიერ ამ კვირაში გაშვებული ChatGPT წარმოუდგენლად დახვეწილია. მათ ისიც დასძინეს, რომ AI-ის მიერ 10 წამში დაწერილი ესეები ნაციონალიზმის შესახებ უმაღლეს ნიშანზეა შესრულებული.
მართლაც, გასაოცარია, რამდენად დაიხვეწა ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი. მას არა მხოლოდ შეუძლია ადამიანებისთვის რთული გამოთვლების წამებში შესრულება, არამედ ისიც, რომ ბავშვებს აუხსნას კონცეფცია, რომლის ახსნაც მშობლებს ხშირად უჭირთ.
"შენი მშობლები გიყვებოდნენ ამბებს ჩემზე და ჩემს ელფებზე, რათა შენს ბავშვობაში სიხარული და ჯადოსნურობა შეეტანათ. მათ სურდათ, გერწმუნა გაცემის სულისა და არდადეგების სეზონის ჯადოსნურობის", — წერდა ბოტი. "მინდა იცოდე, რომ სიყვარული და მზრუნველობა, რომელიც შენს მშობლებს შენს მიმართ აქვთ, რეალურია. მათ, შენდამი სიყვარულის გამო, შექმნეს განსაკუთრებული მოგონებები და ტრადიციები, რომ შენი ბავშვობა გამორჩეული ყოფილიყო."
აშკარაა, რომ შევდივართ AI-ის ტექსტის გენერირების დახვეწილ, ახალ სამყაროში, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტს, როგორც ჩანს, ჯადოსნური კონცეფციების ახსნაც კი შეუძლია.
კომენტარები