შეცვალე აკუმულატორი, აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება — თეგეტა მოტორსის კამპანია გრძელდება
ფოტო: თეგეტა მოტორსი
თეგეტა მოტორსმა, ზამთრის დადგომასთან ერთად, ახალი კამპანია წამოიწყო. "აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება", — სწორედ ამ სლოგანის ქვეშ გააერთიანა კომპანიამ ის მთავარი საკითხები, რომლებიც უსაფრთხო გადაადგილებას უკავშირდება და ყველა მანქანის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს.
კამპანიის ფარგლებში თეგეტა მოტორსი მომხმარებელს რჩევებს იმ პროდუქტებზე აძლევს, რომელთა შეცვლაც ზამთრის მოახლოებამდე აუცილებელია. ერთ-ერთია აკუმულატორი, რომლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაძლოა, ზამთრის ყველაზე ჯადოსნურ პერიოდში ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ:
ამის თავიდან ასარიდებლად კი უმჯობესია, ავტომობილის მომზადება უკვე დაიწყოთ.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
"მძღოლების ნაწილი ზამთრისთვის ავტომობილის მომზადებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს, შედეგად კი წლის ყველაზე ჯადოსნურ პერიოდს ისეთ თავგადასავლებში ატარებს, რომლებში გახვევასაც არავინ ინატრებდა. კამპანიის ფარგლებში შევქმენით პრინტსერია, რომელიც ნათლად აჩვენებს ორ კონტრასტულ რეალობას. რამდენად დიდი დისკომფორტის შექმნა შეუძლია ავტომობილის გაუმართაობას და როგორი უჩვეულო სიმშვიდით ჩაივლის ზამთრის სეზონი, თუ ავტომობილს ზამთრის შესაბამისად გავმართავთ. ამ გზით გვსურს, ავტომფლობელები დავაფიქროთ და სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ ვუბიძგოთ", — ამბობს ხატია მეხრიშვილი, თეგეტა მოტორსის მარკეტინგის მენეჯერი.
წელიწადის ყველაზე ცივ სეზონზე ძალიან ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები, რაც დაბალი ტემპერატურით აიხსნება. სწორედ ამიტომ ის ზამთრის დადგომამდე უნდა შევამოწმოთ და თუ საჭიროა, შევცვალოთ კიდეც. კონკრეტულად რა სახის პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ აკუმულატორთან დაკავშირებით და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან? — ამის შესახებ თეგეტა მოტორსის საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსი კაკი წერეთელი მოგვიყვება.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
რატომ უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი ცივი სეზონის დადგომამდე?
აუცილებელია ვიცოდეთ, რომ აკუმულატორი პერიოდულ შემოწმებას საჭიროებს. მკაცრი კლიმატი აკუმულატორის პირველი მტერია. საყურადღებოა როგორც მაღალი ტემპერატურა, ისე ზამთრის ცივი სეზონი. ძლიერი ყინვის გამო, შესაძლოა, აკუმულატორი მწყობრიდან გამოვიდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე დაბალია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი პერიოდული შემოწმება.
რამდენი წელი შეიძლება აკუმულატორმა იმუშაოს?
ყველა აკუმულატორს თავისი განსაზღვრული ვადა აქვს, თუმცა მათი მუშაობის დიაპაზონი 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის უბრალოდ წყვეტს მუშაობას. პრობლემების შემთხვევაში აკუმულატორი ნიშნების სახით აუცილებლად მოგვცემს გაფრთხილებებს, ხოლო გაფრთხილებები გამოიხატება ფარების ნათების შემცირებაში, დაქოქვის დროს დენის გართულებულად მიწოდებაში. შესაძლოა, ხანგრძლივი დგომის შემდეგ ავტომობილი საერთოდ აღარც კი დაიქოქოს.
რესურსის ამოწურვამდე რამ შეიძლება დააზიანოს აკუმულატორი?
ზამთარში ძლიერი ყინვა ელექტროლიტების სიმკვრივის დაცემას იწვევს, რამაც შესაძლოა, აკუმულატორის გაყინვა გამოიწვიოს.
როდესაც მწყობრიდან გამოსული აკუმულატორიანი ავტომობილის დაქოქვას ვცდილობთ, ამ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პროცესისთვის გამოყენებულ მოწყობილობებს (კლემების დამაგრძელებელს, ე.წ. "პერემიჩკებს"), რადგან ძლიერი არასპეციალიზებული მოწყობილობის გამოყენების შედეგად შესაძლებელია, ავტომობილის ელექტრონული ქსელის დაზიანება გამოვიწვიოთ.
სწორედ ამიტომ უნდა გამოვიყენოთ აკუმულატორის სპეციალური დამტენი ან თუ ეს პროცესი პერმანენტულ სახეს იღებს, მაშინ უბრალოდ უნდა შევცვალოთ აკუმულატორი. იმისათვის, რომ აკუმულატორმა სამუშაო რესურსი ხანგრძლივად შეინარჩუნოს, აუცილებელია მისი პერიოდული შემოწმება.
აკუმულატორის შეძენისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
აკუმულატორების დამზადების ტექნოლოგია ერთმანეთისგან განსხვავდება, შესაბამისად მუშაობის, მონტაჟისა და დამუხტვის სტილიც ინდივიდუალურია. მისი შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ აკუმულატორის სტანდარტი, ფიგურის ზომა, პოლარობა, ავტომობილის გამოშვების თარიღი, ბრენდი, მოდელი და ასევე ძრავისა და საწვავის ტიპი.
ცივი სეზონისთვის ავტომობილის მოსამზადებლად თეგეტა მოტორსის ფილიალებში საბურავებზე, ხუნდებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზებზე სპეციალური შეთავაზებები დაგხვდებათ.
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
პროკურატურის განცხადებით, არ დადასტურდა ის, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა, ყველამ კარგად აღიქვა — გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის განცხადებით, არ დადასტურდა ის, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა, ყველამ კარგად აღიქვა — გიორგი დავითაძის ადვოკატი
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
კომენტარები