პოლიციას რობოტების შეიარაღება სურს — ოკლენდის შემდეგ უკვე სან-ფრანცისკოშიც
დოკუმენტი ნებას რთავს პოლიციას, გამოიყენონ რობოტები წვრთნებსა და სიმულაციებში, დამნაშავეთა აყვანაში, კრიტიკულ ინციდენტებსა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში
Mission Local-ის მიხედვით, სან-ფრანცისკოს პოლიციის განყოფილებამ წარმოადგინა ახალი პოლიტიკა, რომელიც რობოტებს "მკვლელობის ლიცენზიას" მისცემს.
შეთავაზება, რომელიც ჯერჯერობით მიღებული არ არის, ხაზს უსვამს შემთხვევას, როცა შეიძლება SFPD-მა რობოტი გამოიყენოს — რობოტი სასიკვდილო იარაღად უნდა გამოიყენებოდეს მაშინ, როცა საზოგადოების წევრების ან პოლიციის ოფიცრების სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება, რომელთა განმუხტვაც სხვა საშუალებით ვერ მოხერხდება.
როგორც არსებული ინფორმაციით ვიგებთ, ქალაქის საბჭოს წევრები პოლიციის დეპარტამენტის შეთავაზებას არაერთი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ. დოკუმენტის თავდაპირველი ვერსია სიტყვა "რობოტს" არ შეიცავდა, თუმცა ქალაქის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა აარონ პესკინმა ჩაამატა, რომ რობოტები არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანთა წინააღმდეგ მიმართულ ზომად.
ხელახალი განხილვისთვის განყოფილებამ დოკუმენტი უკან დააბრუნა, თუმცა პესკინის დამატება წითლად გადახაზა, რაც ნიშნავს, რომ პოლიციის მიზანი ამ ტიპის შეიარაღების გამოყენებაცაა. Mission Local გვამცნობს, რომ პესკინი დაეთანხმა ცვლილებას, რადგან დაუშვა, რომ შეიძლება იარსებოს შემთხვევამ, როცა მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება აუცილებელი იქნება. სან-ფრანცისკოს წესების კომიტეტმა დოკუმენტი დაამტკიცა, თუმცა შემდეგი ეტაპი სამეთვალყურეო საბჭოა, რომლის წინაშეც ეს უკანასკნელი 29 ნოემბერს წარდგება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტს ამჟამად 17 დისტანციურად მართვადი რობოტი აქვს, რომელთაგანაც 12 ფუნქციონირებს. გარდა სასიკვდილო იარაღით აღჭურვისა, დოკუმენტი ნებას რთავს პოლიციას, გამოიყენონ რობოტები წვრთნებსა და სიმულაციებში, დამნაშავეთა აყვანაში, კრიტიკულ ინციდენტებში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევასა და სხვა დავალებებში.
მიუხედავად იმისა, რომ განყოფილების მფლობელობაში მყოფი რობოტები ძირითადად განაღმვის ოპერაციებსა და საშიშ მასალებთან მისაახლოებლად გამოიყენება, Remotec-ის ახალ მოდელებს აქვს შესაძლებლობა, შეიარაღდეს პერკუსიით მოქმედი არაელექტრული დეზინტეგრატორითაც (PAN Disruptor), რომელიც 12 კალიბრიანი იარაღის მსგავსია. PAN-ს ძირითადად ნაღმების შორიდან ასაფეთქებლად იყენებენ. განყოფილებას ჰყავს QinetiQ Talon-იც, რომელსაც შეერთებული შტატების არმია იყენებს და შეუძლია აღიჭურვოს ყუმბარის გამშვებით, ტყვიამფრქვევებითა და არც მეტი, არც ნაკლები, 50-კალიბრიანი ანტიმატერიული შაშხანითაც.
დალასის პოლიციის დეპარტამენტმა დამნაშავის მოსაკლავად Romotec F5A მოდელის რობოტი პირველად 2016 წელს გამოიყენა, როცა გაანეიტრალა პიროვნება, რომელმაც 5 ოფიცერი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. მაშნ პოლიციის უფროსა დევიდ ბრაუნმა განაცხადა, რომ რობოტის გარდა სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა.
ოქტომერში The Intercept-მა გვამცნო, რომ კალიფორნიაში, ოკლენდის პოლიციის დეპარტამენტი ასევე მუშაობდა რობოტების სასიკვდილო საშუალებებით შეიარაღებაზე, თუმცა მოგვიანებით Facebook-ის საშუალებით გვამცნო, რომ ეს გადაიფიქრეს.
ასევე იხილეთ: ოკლენდის პოლიციას რობოტების შეიარაღება სურს – რა უნდა ვიცოდეთ
რობოტების არაერთმა მწარმოებელმა, მათ შორის Boston Dynamics-მა, წლის დასაწყისში მოუწოდა ძალოვან უწყებებს, რომ მათი პროდუქტი არ შეეიარაღებინათ.
კომენტარები