დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიში აღდგა, თუმცა ის პლატფორმაზე დაბრუნებას არ აპირებს
მასკის გამოკითხვაში 15 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა 52%-მა ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშის აღდგენას დაუჭირა მხარი
დაახლოებით 2-წლიანი შეჩერების შემდეგ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, Twitter-ის ანგარიში აღდგენილია.
მიუხედავად ამისა, პლატფორმაზე ძალადობისკენ მოწოდების გამო დაბლოკილმა მილიარდერმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ, შესაძლოა, სოციალურ ქსელს აღარ დაუბრუნდეს.
"ხალხის ხმა ღმერთის ხმაა" დაპოსტა ილონ მასკმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ, რომელშიც მონაწილეობა 15-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო, რომელთა 52%-მა ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშის აღდგენას დაუჭირა მხარი.
Bloomberg-ის ცნობით, გამოკითხვაზე პირველი კომენტარის გაკეთებისას, ტრამპა აღნიშნა, რომ Twitter-ზე ბევრ პრობლემას ხედავს და ამ ეტაპზე ურჩევნია თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დარჩეს.
Truth Social
ტრამპის განცხადებით Truth Social-მა, ქსელმა, რომელიც 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებისას მილიარდერის ანგარიშის დაბლოკვის საპასუხოდ შეიქმნა, ბევრ ადამიანს Twitter ჩაუნაცვლა და მათ უკან დაბრუნება გეგმაში არ აქვთ. გარდა ამისა, ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიესალმება მასკის მიერ კომპანიის 44 მილიარდ დოლარად შეძენას.
მიუხედავად ამისა, ტრამპა Twitter-ის ხარვეზებს საშინელი უწოდა და გამოყო ყალბი ანგარიშების პრობლემა.
ცოტა ხნის წინ ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, სადაც გამარჯვების შემთხვევაში გახდება აშშ-ის ისტორიაში მეორე პრეზიდენტი, რომელიც სხვადასხვა დროს ორი ვადით აირჩიეს.
ანგარიშის დაბლოკვამდე მის ანგარიშს 88 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, თუმცა აღდგენის შემდეგ ეს რიცხვი ჯერჯერობით 100000-ს უტოლდება. ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო აღდგენილ ანაგრიშს ვეღარ იწერს.
Twitter 2.0
გასულ კვირას Twitter ასობით გამოცდილმა თანამშრომელმა დატოვა მას შემდეგ, რაც ახალი მფლობელის ხედვები, ე.წ Twitter 2.0 იხილა.
ასევე იხილეთ: მასკის ულტიმატუმი: გახდით ახალი Twitter-ის ნაწილი, ან დატოვეთ ის — კომპანიაში ქაოსია
მასკის ულტიმატუმის ვადის ამოწურვიდან დაახლოებით 1 საათში კომპანიაში სამუშო პროცესი 21 ნოემბრამდე შეჩერდა.
მიუხედავად ამისა, 18 ნოემბრის საღამოს ახალმა ბოსმა Twitter-ის ინჟინრები ოფისში გამოიძახა და გაავრცელა მათთან ერთად ფოტოები, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ პროგრამისტები მის უდროო გამოძახებას გამოეხმაურნენ.
Twitter 2.0-ზე სამუშაოდ კომპანიაში დაახლოებით 4000 ადამიანი დარჩა, იმაზე 2-ჯერ ნაკლები ვიდრე ილონ მასკის მიერ მისი შეძენა დადასტურდებოდა.
კომენტარები