უკრაინა მსოფლიოში პირველ საზღვაო დრონების ფლოტს ქმნის
უკრაინა ითხოვს მხარდაჭერას ახალ კამპანიაში, რათა დააფინანსოს შიდა წარმოებული საზღვაო დრონების ფლოტი. მსგვსი შეიარღება ოქტომბრის ბოლოს შავ ზღვაში რუსეთის საბრძოლო გემებზე თავდასხმის დროს გამოიყენეს.
შემოწირულობების მოთხოვნა
კამპანიას ჰქვია "United24" და ის მიზნად ისახავს შემოწირულობების მოზიდვას 100 საზღვაო დრონის შესაქმნელად. თითო ასეთი დრონის ღირებულება დაახლოებით 250 000 აშშ დოლარია. ამჟამად მას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერაც აქვს.
"24 თებერვლიდან რუსეთის არმიამ უკრაინისკენ 4 500-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. მათი 20% ზღვიდან მოვიდა. უკრაინას ამ საბრძოლო გემებისთვის დასაპირისპირებელი ბევრი არაფერი აქვს, რადგან ქვეყნის ფლოტმა დაკარგა გემების 80% 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. თუმცა, 2022 წლის 29 ოქტომბერს საზღვაო დროენებით რუსულ საბრძოლო გემებზე დარტყმა უშუალოდ უპილოტო მოწყობილობებით განხორციელდა", — ვკითხულობთ კამპანიის ვებგვერდზე.
ვებგვერდზე აღნიშნულია ის, თუ როგორ მოხდა თავდასხმა რუსულ გემებზე, მათ შორის ადმირალ მაკაროვზე, შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანზე. ამასთან, ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც თავდასხმა განხორციელდა ექსკლუზიურად უპილოტო გემებზე.
"ამ გაბედული ოპერაციის შედეგი იყო წარმოუდგენელი — რუსეთმა დაკარგა უდავო უპირატესობა წყალზე. უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელები — რაკეტებით შეიარაღებული ხომალდები — თავად გახდნენ სამიზნეები", — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ვხედავთ, უკრაინა იწყებს მსოფლიოში პირველი საზღვაო დრონების ფლოტის შეკრებას!
სახელად ხერსონი
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედეროვმა განაცხადა, რომ დრონების პირველ ფლოტს ხერსონი დაერქმევა. ამ მძლავრი დრონის სიგრძე 5,5 მეტრია, ხოლო წონით 1 000 კილოგრამს იწონის. რაც შეეხება ტვირთამწეობას ეს 200 კილოგრამია. დრონის მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ია, ხოლო საერთო დიაპაზონით 800 კმ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი უპილოტო დრონები დაიცავენ უკრაინის წყლებს, შეაჩერებენ რაკეტების მატარებელ რუსულ გემებს, დაიცავენ სავაჭრო გემებსა და შეასრულებენ გასაიდუმლოებულ მისიებს.
გარდა ამისა, დრონებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ შორ მანძილზე საზღვაო დაზვერვასა და სანაპირო მეთვალყურებაში.
ძნელი სათქმელია, მისცემს თუ არა ახალი თვითმფრინავები უკრაინულ ძალებს იმ ტაქტიკურ უპირატესობას, რომელიც მათ ომის მოსაგებად ესაჭიროებათ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის სამხედრო ძალებს მნიშვნელოვნად გამოადგებათ.
კომენტარები