დედამიწაზე მორიგი ჩინური უკონტროლო რაკეტის ფრაგმენტი ჩამოვარდა
ჩინური უკონტროლო რაკეტა Long March 5B-ის ფრაგმენტი დედამიწაზე ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ის წყნარ ოკეანეში ჩაეშვა და არავინ დაუზიანებია.
ეს უზარმაზარი ფრაგმენტი რაკეტის ცენტრალური საფეხურის ნაწილი გახლავთ, რომელიც ახლახან განხორციელებული მისიის შედეგად ორბიტულ ნარჩენად იქცა, სანამ ისევ პლანეტას დაუბრუნდებოდა. აპარატს ორბიტაზე ჩინური კოსმოსური სადგურის უკანასკნელი მოდულის ატანა ევალებოდა, რაც წარმატებით განახორციელა, თუმცა პოტენციურ საფრთხე მაინც გამოიწვია.
რაკეტის ნაწილის ჩამოვარდნის ადგილის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სამხედრო ძალებმა გაავრცელა. მათი მონაცემებით, ფრაგმენტი დედამიწის ატმოსფეროში 4 ნოემბერს, თბილისის დროით 14:01 საათზე შემოიჭრა და წყნარი ოკეანის სამხრეთ-ცენტრალური რეგიონისკენ გაემართა.
ჩინური უკონტროლო რაკეტის შესახებ სპეციალისტებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც ცნობილი იყო. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ექსპერტები მის შესაძლო ტრაექტორიას იკვლევდნენ. ესპანეთში კონკრეტულ საჰაერო გზებზე მოძრაობაც კი შეიზღუდა.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეოთხე მსგავსი ნარჩენია, რომელიც ბოლო პერიოდში დედამიწაზე ჩამოვარდა. ორი მათგანი 2021-2022 წლებში ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა, ხოლო მესამე დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზევე ხმელეთზე დაეცა.
კომენტარები