თიბისი კონცეპტის ლაუნჯი თბილისის აეროპორტში — მოგზაურობის გამარტივებისთვის
31 ოქტომბერს თბილისის აეროპორტს კომფორტული და დახვეწილი სივრცე — თიბისი კონცეპტის ლაუნჯი შეემატა. ლაუნჯი გამგზავრების ტერმინალში თიბისი კონცეპტისა და WM-ის მომხმარებლებს მასპინძლობს და გაფრენამდე სასიამოვნო ლოდინის, დასვენების ან მუშაობის გამოცდილებას უქმნის.
ახალი ქვეყნების აღმოჩენა თუ ძველების ხელახლა მონახულება ყოველთვის სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელია, მაგრამ მანამ, სანამ ამ დიდ თავგადასავალში გადავეშვებით ხოლმე, მანამდე, ცოტათი მაინც, ყველანი ვღელავთ, ბევრს ვფიქრობთ ფრენაზე, დოკუმენტებზე, გრძელ რიგებზე და რაღა თქმა უნდა — ლოდინზე. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ყველზე მოსაბეზრებელია. ამაში, ალბათ, ხშირი მოგზაურები, განსაკუთრებით კი ის ადამიანები დაგვეთანხმებიან, რომლებიც სამსახურებრივი საქმეების გამო ხშირად დაფრინავენ. მათ ხომ კარგად იციან, რამდენად ძვირფასია დრო, რომელსაც ლოდინისას კარგავ.
სწორედ იმისათვის, რომ მგზავრებმა გაფრენამდე დარჩენილი დრო სასიამოვნოდ გაატარონ, დაისვენონ ან თუნდაც, იმუშაონ, თიბისიმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, კომფორტული ლაუნჯი შექმნა. ლაუნჯი თიბისი კონცეპტისა და Primeclass-ის თანამშრომლობის ფარგლებში გაიხსნა და იგი თიბისის კონცეპტისა და WM (დაგროვილი კაპიტალის მართვის) მომხმარებლებს ემსახურება.
ლაუნჯში მომხმარებლებს სასიამოვნო გარემო, საკვებისა და სასმლის მრავალფეროვანი არჩევანი, მცირე ბიბლიოთეკა, ჟურნალ-გაზეთები და სწრაფი ინტერნეტი დახვდებათ. ამასთან, მათ წვდომა ექნებათ ფრენების შესახებ ინფორმაციაზე და სხვა შემოთავაზებებზე.
ლაუნჯის გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯით აახლოებს თიბისის საკუთარი მისიის შესასრულებლად — გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება. მისი მიზანია პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის გამოცდილება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.
ლაუნჯი თიბისის უკვე არსებული ფორმატის, მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის ანალოგიურად შეიქმნა. ინტერიერში დასვენებისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის ყველა საჭირო დეტალია გათვალისწინებული, რაც ქმნის დახვეწილ და მყუდრო ესთეტიკას.
ფოტო: თიბისი კონცეპტ
თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აღნიშნავს, რომ ლაუნჯის კონცეფციაზე გუნდები ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ პროექტით კი თიბისი თავის მისიას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გრძელვადიან პარტნიორს, TAV-ს, რომ მოგვეცა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალება. კონცეპტის მომხმარებლების ნაწილი ხშირად მოგზაურობს, ამიტომ ჩვენ მათთვის შევქმენით კომფორტული სივრცე, რათა მათ კიდევ უფრო კარგი განწყობით იმგზავრონ.
პროექტის დაწყებით კიდევ უფრო ვუახლოვდებით ჩვენს მისიას, მომხმარებლებს საინტერესო, არასტანდარტული მომსახურება შევთავაზოთ და გავუმარტივოთ ცხოვრება. ჩვენ მომავალში არაერთ საინტერესო პროექტებს შევთავაზებთ როგორც TAV-ის, ისე თიბისის მომხმარებლებს და იმედია, ამ ტიპის პროექტს სხვადასხვა აეროპორტშიც ვიხილავთ.
თეა ზაქარაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ ეს განსაკუთრებული ადგილი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
"მგზავრებმა ჩვენთან თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ — ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ამიტომ მივესალმებით Primeclass Lounge-ში ახალი სივრცის გახსნას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები ისიამოვნებენ ამ ახალ სივრცეში თავიანთი მოსვლით და გამგზავრებამდე სასიამოვნო ლოდინის გამოცდილება ექნებათ. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ თიბისისთან ჩვენი პარტნიორობა ამით არ შემოიფარგლება და კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ ერთად".
ჩვენთვის საინტერესოა თიბისი ბანკთან ერთად ახალი მოგზაურობის დაწყება. როგორც TAV-ის საოპერაციო სერვისები, ჩვენ ვმასპინძლობთ წელიწადში 5 მილიონზე მეტ ადამიანს, 19 ქვეყანის თითქმის 80-მდე ლაუნჯში. ჩვენ ახლახან განვახორციელეთ რამდენიმე თანამშრომლობა სხვადასხვა ინდუსტრიის პარტნიორებთან. ვაპირებთ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ჩვენი საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით მომხმარებლებს საუკეთესო სერვისს შევთავაზებთ ამ ახალ და საინტერესო სივრცეში, რომელიც განვახორციელეთ თიბისისთან, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბანკთან ერთად. აეროპორტის მასპინძლობაში ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ თიბისის რჩეული პარტნიორი,“
ფოტო: თიბისი კონცეპტი
თბილისის აეროპორტში თიბისი კონცეპტის სივრცით ისარგებლებენ თიბისი კონცეპტის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლები, რომლებიც ფლობენ ბარათებს: Visa Infinite, Visa Signature, Visa Platinum, Mastercard World Elite და Mastercard Platinum.
კომენტარები