Falcon Heavy: დღეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტის გაშვება იგეგმება — რა უნდა ვიცოდეთ
SpaceX-ის Falcon Heavy, მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ოპერაციული რაკეტა, დღეს, 1 ნოემბერს ბოლო სამი წლის განმავლობაში ორბიტაზე პირველად გაეშვება. გაშვების სისტემის სამი გამაძლიერებლიდან ორი დედამიწაზე გვერდიგვერდ დაშვებით დაბრუნდება და ეს გაშვებიდან რამდენიმე წუთში მოხდება.
Falcon Heavy პირველად 2018 წლის თებერვალში გაეშვა და მაშინ მან კოსმოსში ილონ მასკის Tesla Roadster და კოსმოსურ კოსტუმში გამოწყობილი მანეკენი გაიყვანა.
USSF-44 იქნება პირველი Falcon Heavy-ის გაშვება 2019 წლის ივნისის შემდეგ. ეს პანდემიის შედეგად გამწვავებული შეფერხებების გამო. ამასთან, ეს მსგავსი რაკეტის მსოფლიო ისტორიაში მხოლოდ მეოთხე გაშვებაა. შესაბამისად, ამ იშვიათი მოვლენის პირდაპირ ეთერში ყურება ნამდვილად ღირს. საბედნიეროდ SpaceX ღონისძიებას პირდაპირ ტრანსლაციასაც შემოგვთავაზებს.
რას გაიტანს ორბიტაზე Falcon Heavy?
Falcon Heavy-ის გაშვება, მისიის სახელწოდებით USSF 44, ორბიტაზე გაიყვანს აშშ-ს კოსმოსური ძალების ტვირთს. საუბარია ორ თანამგზავრზე, რომლებიც დედამიწის გარშემო იმავე სიჩქარით იბრუნებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს იფუნქციონირონ დადგენილ რეგიონში.
აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა ძალიან ცოტა ინფორმაცია გაავრცელეს USSF 44 ტვირთის შესახებ. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი თანამგზავრი არის მიკროსატელიტი სახელად TETRA 1, რომელიც შექმნილია Millennium Space Systems-ის მიერ, საუბარია Boeing-ის შვილობილ კომპანიაზე.
რომელ საათზეა მოხდება Falcon Heavy-ის გაშვება?
SpaceX-ის Falcon Heavy-ის გაშვება დაგეგმილია სამშაბათს, 1 ნოემბერს, თბილისის დროით 17:30-ზე. გაშვება მოხდება Pad 39A-დან კენედის კოსმოსურ ცენტრიდან. როგორც ყველა რაკეტის გაშვებისას, ეს შეიძლება შეიცვალოს ამინდის პირობებისა თუ სხვა გარემო პირობების გამო. თუმცა, იმედი ვიქონიოთ ეს ასე არ მოხდება.
გაშვება არ არის ერთადერთი, რაც ღირს ყურებად. გაშვების შემდეგ, დაახლოებით 10 წუთში Falcon Heavy-ის ორი გამაძლიერებელი შეასრულებს გვერდიგვერდ ავტომატურ დაშვებას კეიპ კანავერალის კოსმოსური ძალების სადგურზე.
როგორ ვუყუროთ Falcon Heavy-ის გაშვებას?
SpaceX პირდაპირ ეთერში გადასცემს მისიას YouTube არხიდან და ის ამას დაიწყებს გაშვებამდე ერთი საათით ადრე.
Falcon Heavy შედგება SpaceX-ის სამი მუშა Falcon 9 რაკეტისგან, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ცენტრალური გამაძლიერებელი გაშვების შემდეგ ჩავარდება ოკეანეში, ხოლო ორი გვერდითი გამაძლიერებელი დაეშვება გაშვების ადგილზე.
კომენტარები