Sega-ს ლეგენდარული დეველოპერი, რიეკო კოდამა მკვდარია
კოდამა ერთ-ერთი პირველი ქალი დეველოპერია, რომელიც წლების განმავლობაში მრავალი ქალი დეველოპერისა და გეიმერისთვის შთაგონების წყარო იყო.
თამაშების ინდუსტრიამ უდიდესი დანაკარგი განიცადა. რიეკო კოდამა, სეგას თამაშების ლეგენდარული დეველოპერი, ასევე ცნობილი როგორც Phoenix Rie, 58 წლის ასაკში მოკვდა.
IGN-ის ცნობით, კოდამა მაისში მოკვდა, თუმცა ეს ამბავი მხოლოდ ამ კვირას გასაჯაროვდა. ჭორები გავრცელდა მაშინ, როცა თამაშ Mega Drive Mini 2-ის ტიტრებში მემორიალური წერილი შენიშნეს. მოგვიანებით Sega-ს პროდიუსერმა იოსუკე ოკუნარიმ ინფორმაცია დაადასტურა.
კომპანიამ დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე, ოჯახის მიმართ პატივისცემის მოტივით, უარი განაცხადა.
კოდამა გამოჩენილი დეველოპერი და როლური თამაშების ერთ-ერთი პიონერი იყო. მან კარიერა 1984 წელს ადრეული გეიმინგის ორი კლასიკის, Alex Kidd-ისა და Fantasy Zone-ის შექმნაში მონაწილეობით დაიწყო. მოგვიანებით ის მონაწილეობას იღებდა Sonic Hedgehog 2-ისა და Skies of Arcadia-ს შექმნაში, თუმცა პოპულარობა Phantasy Star სერიამ მოუტანა, რომლის მეოთხე ნაწილის დირექტორიც კი იყო.
კოდამა ცნობილია იმითაც, რომ ის ერთ-ერთი პირველი ქალი დეველოპერია, რის გამოც The First Lady of RPGs შეარქვეს. მისი პერსონაჟები გამოირჩევიან უნივერსალურობით და საყოველთაობით.
"მე, როგორც ქალი, თამაშების შექმნისას ვცდილობ, მისი პერსონაჟები არ იყონ უბრალოდ კაცები ფენტეზის სამყაროდან, არამედ იყონ ადამიანები, რომელთაც ხსნა სჭირდებათ. მე მომწონს ისეთი ქალი პერსონაჟების შექმნა, რომელთან მსგავსების პოვნაც ორივე გენდერის წარმომადგენლებს შეუძლიათ", — განაცხადა კოდამამ 2004 წელს ჩაწერილ ინტერვიუში
კოლეგას Sonic-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა, იუჯი ნაკამაც, მიაგო პატივი და აღნიშნა, რომ ის დრო, როცა Phantasy Star-სა და Sonic-ზე ერთად მუშაობდნენ, არასდროს დაავიწყდება.
ლეგენდარული დეველოპერს სიცოცხლის ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 2019 წლის თამაშების დეველოპერთა კონფერენციაზე მას საპატიო Pioneer Award მიანიჭეს, თუმცა ავადმყოფობის გამო ღონისძიებას ვერ დაესწრო.
კომენტარები