ილონ მასკმა შეიძლება შემდეგ შვილს კორონავირუსის ახალი შტამის სახელი დაარქვას
როგორც ჩანს, COVID-19-ის ახალი შტამების რაოდენობა ამ ზამთარში გაიზრდება და მათი ახალი სახელები, შესაძლოა, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორისა და ფრიად ნაყოფიერი მწარმოებლისთვის, ილონ მასკისთვის, შთამაგონებელი აღმოჩნდეს.
ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც Dogecoin-ის თანაშემქმნელმა ბილი მარკუსმა გამოაქვეყნა სტატიის სქრინშოთი, რომელშიც მოცემულია რამდენიმე ახალი კოვიდ შტამის სახელები, რომლებიც ძალიან ჰგავს X Æ A-Xii-ს და Exa Dark Sideræl-ს, მასკისა და კლერ "გრაიმს" ბუშეს პირველი და მეორე შვილის სახელებს.
კერძოდ, ამ შტამებს XBB, Q.1.1, და BA.2.75.2 ერქმევა. "კოვიდის ახალ შტამებს სახელი ილონმა შეურჩია?", — იხუმრა მარკუსმა, ხოლო მასკმა უპასუხა, რომ ბავშვების სახელებისთვის კარგი იდეა გაუჩნდა.
ცხადია, მასკის კომენტარი შეიძლება, ხუმრობაც იყოს, თუმცა მისი შვილების სახელებით თუ ვიმსჯელებთ, გამორიცხულიც არაფერია.
ასევე იხილეთ: როგორ ჩნდება კორონავირუსის ახალი შტამები და რა უნდა ვიცოდეთ მათზე
კომენტარები