ახალი AI პროგრამა თქვენს ყველაზე ცუდ სელფებსაც კი გასაოცარ სურათებად აქცევს
ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები უკვე საკმაოდაა განვითარებული. მათი მეშვეობით ტექსტების გასაოცარ სურათებად ქცევა აღარავის უკვირს, მაგრამ რას იტყვით თუ ასეთი პროგრამა თქვენს ყველაზე ცუდ სელფებს წარმოუდგენლად ლამაზ და უნაკლო გამოსახულებებად აქცევს?
ამის წარმოდგენა სულაც არ გჭირდებათ, რადგან ასეთი პროგრამა არსებობს და შეგიძლიათ, ის ახლავე გამოცადოთ.
ეს გახლავთ strmr.com, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მისი მეშვეობით მომხმარებლები სურათებში თავიანთი სახის უკეთეს ვერსიებს ქმნიან. ამისთვის ალგორითმს მხოლოდ 5-10 ფოტო სჭირდება.
ახალი პროგრამის შესახებ ხელოვნური ინტელექტის ენთუზიასტისგან, ფაბიან სტელცერისგან შევიტყვეთ, რომელმაც AI-ის მიერ გენერირებული საკუთარი გამოსახულებები ტვიტერზე გამოაქვეყნა.
მისგან ვიგებთ, რომ ზემოხსენებული ხელსაწყო სტაბილური დიფუზიის ღრმა დასწავლის მოდელზეა დაფუძნებული. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ის სხვადასხვა თემატიკისა და სტილის მქონე სურათების მიღების საშუალებას გაძლევთ, მაგალითად, კონკრეტული ფილმის ან ნახატის შესაბამისი გარემოთი, ჩაცმულობითა და გამომეტყველებით.
იმისათვის, რომ ალგორითმმა იდეალური შედეგი მოგცეთ, ეცადეთ სელფები სხვადასხვა რაკურსით გადაიღოთ, სახის გამომეტყველება ყოველ ჯერზე შეიცვალოთ და ფონადაც ერთმანეთისგან განსხვავებული ადგილები შეარჩიოთ.
პროგრამის გამოსაყენებლად, გადადით ბმულზე — strmr.com
კომენტარები