Meta-ამ წელს Meta Connect-ზე ავატარების გაუმჯობესებული ვერსია წარადგინა.

გამომდინარე იქიდან, რომ წელს მეტა ყველაზე უფრო ფოკუსირებულია მეტავერსის დახვეწაზე, კომპანიამ ავატარების ახალი — ფეხებიანი — ვერსია შემოგვთავაზა.

მეტავერსის ავატარები აქამდე მხოლოდ ტორსოთი, ხელებითა და თავით შემოიფარგლებოდა, თუმცა ახლა მათ ფეხებიც ექნებათ. კომპანიის სისტემა ეცდება, გამოიცნოს მომხმარებლების ფეხებისა და ხელების პოზიციები წინა კამერებიდან პირდაპირი ვიზუალური თრექინგით და იყოს უფრო ზუსტი, ადამიანის ანატომიაზე დაყრდნობით.

ახალი ავატარების წარდგენასთან ერთად, მეტამ განაცხადა, რომ მალე გახსნის ავატარების მაღაზიას, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, რეალური ფულით შეიძინონ აქსესუარები თავიანთი ავატარებისთვის.

როგორც ჩანს, მეტავერსის ავატარები კიდევ უფრო ემსგავსება მათ მფლობელებს რეალურ ცხოვრებაში. აქამდე თუ მხოლოდ ხელის დაქნევა შეგეძლოთ მეტავერსში, ახლა შეგეძლებათ, სიხარულისგან იხტუნოთ კიდეც.