ნახეთ: ხელოვნურმა ინტელექტმა 90-იანების საკულტო ვიდეოთამაშს ფოტორეალისტური იერი მისცა
როდესაც 1993 წელს Sega-მ ახალი ვიდეოთამაში — Virtual Fighter გამოუშვა, ის ნამდვილად მნიშვნელოვანი სიახლე იყო. საყოველთაოდ აღიარებული, როგორც პირველი საბრძოლო ვიდეოთამაში სრული 3D გრაფიკით, ეს სრულიად ახალი სიტყვა იყო. აქამდე ეს ჟანრი ძირითადად 2D ვიზუალებით შემოიფარგლებოდა. უკვე ამის შემდეგ იყო ყველსთვის ცნობილი Tekken საკუთარი 3D გრაფიკით.
ახლა, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით Virtual Fighter-ის ნახვა ფოტორეალისტურად შეგვიძლია. მხატვრმა კოლინ უილიამსონმა ტვიტერის საშუალებით სწორედ ეს გვაჩვენა. მისი ტვიტის მიხედვით გამოსახულების მისაღებად მან გამოსახულების ვარიაციის პროგრამა სახელწოდებით Automatic1111 გამოიყენა. შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია — რომ აღარაფერი ვთქვათ სახალისოზე.
აღსანიშნავია, რომ ეს ნაკლებად ჰგავს გრაფიკულ განახლებას და უფრო მეტად მოგაგონებთ რეალურ მსახიობებს, რომლებიც ასახავენ პერსონაჟებს.
"როდესაც ამ თამაშს ვთამაშობდი მაშინ სკოლაში ვსწავლობდი. ეს ის პერიოდია, როდესაც მეგონა, რომ გრაფიკა ამაზე უკეთესი ვერ გახდებოდა. აი მამაჩემი კი სხვანაირად ფიქრობდა", — თქვა უილიამსონმა.
უილიამსონის მამა არ ცდებოდა. თუმცა, ასეთი გრაფიკის ფოტორეალისტურად გარდაქმნას მძლავრი ხელოვნური ინტელექტი სჭირდება.
"უნდა აღწეროთ პერსონაჟი და img2img ყველაფერს თავად აკეთებს.", — განუცხადა უილიამსონმა Ars Technica-ს ინტერვიუში. "თუმცა, ეს მარტივი არ არის. ყველაზე რთული პერსონაჟების სამოსის აღწერა აღმოჩნდა“.
ეს ნამდვილად საინტერესო პრეცედენტია და ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად როგორც ჩანს სხვა ბევრი საკულტო თამაშის გაბლარული პერსონაჟის ფოტორეალისტურ გამოსახულებას ვნახავთ.
ესეც თავად 1993 წელს გამოსული თამაში — გავიხსენოთ კლასიკა:
კომენტარები