Google Chrome-ში არაერთი შესაძლო საფრთხე დაფიქსირდა — რა მოვიმოქმედოთ
უწყების თანახმად, Google Chrome-ს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უამრავი შესაძლო პრობლემა აქვს, რომლებიც მილიონობით მომხმარებელს შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს.
Atlas VPN-ის ახალი კვლევის მიხედვით, Google-ის საყოველთაოდ ცნობილ ბრაუზერში მოწყვლადობასთან დაკავშირებული 303 პრობლემა დაფიქსირდა და იგი "ყველა დროის ლიდერია მოწყვლადობის ჯამში 3159 პრობლემით". კვლევაში გამოყენებული მონაცემები VulDB მოწყვლადობის მონაცემთა ბაზას ემყარება.
ამასთან ერთად, დღესდღეობით ყველაზე ხშირად გამოყენებულ ბრაუზერებს შორის Chrome ერთადერთია, რომელშიც 2022 წლის ოქტომბერში აქამდე უკვე შემჩნეული ახალაღმოჩენილი პრობლემები შეინიშნება.
უწყების თანახმად, Mozilla-ს Firefox ბრაუზერში წელს ამ დრომდე მოწყვლადობასთან დაკავშირებული 117 პრობლემა დაფიქსირდა, Microsoft Edge-ში კი — 103.
რიცხვები იმაზე 61%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს ერთიანად. როგორც AtlasVPN-ში აცხადებენ, ეს "უჩვეულოდ მაღალი რიცხვია" ბრაუზერისთვის, რომელსაც გამოშვების დროიდან ჯამში მოწყვლადობის 806 პრობლემა აქვს დაფიქსირებული.
მეორე მხრივ, Apple-ის Safari-ში წლების განმავლობაში მოწყვლადობა ყველაზე ნაკლებად შეიმჩნეოდა. მსოფლიოში მეორე ყველაზე მასშტაბურ ბრაუზერს წელს ამასთან დაკავშირებით 26 დოკუმენტირებული პრობლემა ჰქონდა, როცა საერთო ჯამში მისთვის ეს რიცხვი 1139-ს უდრის.
Opera-ს წელს მოწყვლადობის არცერთი დოკუმენტირებული პრობლემა არ აქვს, ჯამში კი 344 დეფექტია დაფიქსირებული.
Atlas VPN-ში აღნიშნეს, რომ Chrome, Edge და Opera სამივე Chromium ძრავაზეა აგებული, რაც მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, Chromium-ის ხარვეზებმა ყველა ამ ბრაუზერზე იქონიოს გავლენა.
კომპანიის რჩევით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუდამ უნდა დარწმუნდეთ, რომ ბრაუზერის უახლესი ვერსიით სარგებლობთ. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ მიერთებადი მოდულების არჩევისას. ამასთანავე, გაითვალისწინეთ ფიშინგის საფრთხეც, რადგან კიბერკრიმინალები ხშირად საკომუნიკაციო არხებს იყენებენ ისეთი კოდების გასავრცელებლად, რომელთაც ბრაუზერში არაერთი ხარვეზის გამოწვევა შეუძლია.
Google-ს ამ მიგნებების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კომენტარები