მალე YouTube Premium შეიძლება არა მხოლოდ რეკლამების მოსაშორებლად, არამედ ვიდეოების მაღალი ხარისხით სანახავადაც დაგჭირდეთ. როგორც MacRumors აღნიშნავს, Reddit-ისა და Twitter-ის მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ იუთუბი ზოგიერთ მაყურებელს სთხოვს გადავიდეს პრემიუმზე, რომ უყურონ ვიდეოებს 4K რეზოლუციით. გაურკვეველია, რომელ ქვეყნებზე, მოწყობილობებსა თუ ვიდეოებზე აისახა ეს ცვლილება, მაგრამ თუკი ვიდეოების 4K-ში ყურება გიყვართ, ეს თქვენთვის უსიამოვნო სიახლე იქნება.

ჯერჯერობით არ ვიცით, ეს ტესტია თუ ახალი ცვლილების უფრო ფართო წარდგენა, თუმცა, რაც ვიცით, ისაა, რომ იუთუბის პრემიუმ პაკეტის თვიური ფასი 12 დოლარია.

Google-ის მხრიდან იუთუბზე 4K ვიდეოების შეზღუდვა არაპრემიუმ მომხმარებლებისთვის, მოულოდნელი ნაბიჯი არ არის. გასულ სექტემბერს იუთუბმა მოიპოვა 50 მილიონი პრემიუმ და YouTube Music-ის გამომწერი. ეს რაოდენობა შეიძლება გებევრებოდეთ, მაგრამ იგი მოკრძალებული რიცხვია ისეთ ფასიან მედია სერვისებთან შედარებით, როგორებიცაა: Spotify Premium (188 მილიონი მომხმარებელი მეორე კვარტალში) და Netflix (220,7 მილიონი). თეორიულად, იუთუბ პრემიუმის მიღმა 4K ვიდეოების შეზღუდვამ შეიძლება ხელი შეუწყოს დარეგისტრირებას და აქციოს ის უფრო დიდი შემოსავლის წყაროდ გუგლისთვის.