რითი ჯობია iPhone 14 Pro Max-ის კამერა iPhone 13 Pro Max-ისას?
Apple-მა iPhone 14 Pro-სა და Pro Max-ის კამერის ტექნოლოგიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი შეცვალა, თუმცა ღირს ამ ცვლილებების გამო აიფონ 13 პრო მაქსიდან 14-ზე გადასვლა?
Apple-მა iPhone 14 Pro-სა და Pro Max-ის კამერის ტექნოლოგიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი შეცვალა, კერძოდ, დაამატა 48-მეგაპიქსელიანი ლინზა და ახალი Photonic Engine-ის საშუალებით დაბალი განათების პირობებში გადაღება გააუმჯობესა ყველა ლინზაზე.
მიუხედავად იმისა, რომ არის 48-მეგაპიქსელიანი ლინზა, აიფონ 14 პროს მოდელები იყენებენ პიქსელების binning-ს ოთხი პიქსელის ერთში გაერთიანებისთვის, რის შედეგადაც მიიღება სტანდარტული 12-მეგაპიქსელიანი ფოტო, თუ 48-მეგაპიქსელიანი სურათები სპეციალურად არ არის ჩართული ProRAW გადართვის საშუალებით. აიფონ 14 პრო მაქსის 12-მეგაპიქსელიანი სურათის აიფონ 13 პრო მაქსის 12-მეგაპიქსელიან სურათთან შედარებისას, ხარისხში საგრძნობი განსხვავება არ არის, განსაკუთრებით — იდეალური განათების პირობებში.
შეგიძლიათ, დაინახოთ გარკვეული ცვლილებები ჩრდილებსა და ჰაილაითებში გაუმჯობესებული HDR-ისთვის, ასევე, აიფონ 14 პრო მაქსის ფერები უფრო ცოცხალია, თუმცა, უმეტესწილად, ეს განსხვავებები საკმაოდ მცირეა.
ყველაზე დიდი განსხვავება შეიმჩნევა მაშინ, როცა ჩართავთ ProRAW-ს უმაღლესი ხარისხის 48-მეგაპიქსელიანი სურათების მისაღებად. 48-მეგაპიქსელიან სურათებში გაცილებით მეტი დეტალიზაციაა აიფონ 13 პრო მაქსის 12-მეგაპიქსელიან სურათებთან შედარებით, მაგრამ ფაილის ზომა მთავარი მინუსია. 48-მეგაპიქსელიანი სურათების ზომა შეიძლება იყოს 60 მბ-ზე მეტი, რაც სწრაფად გაავსებს თქვენი აიფონის მეხსიერებას. მიუხედავად ამისა, თუ გსურთ გადაიღოთ განსაკუთრებული ფოტო უმაღლესი ხარისხით, ჩართეთ ProRAW და დაინახავთ შესამჩნევ გაუმჯობესებებს აიფონ 13 პრო მაქსის სურათების ხარისხთან შედარებით.
ეფლი იყენებს 48-მეგაპიქსელიან კამერას ახალი 2x ტელეფოტო ვარიანტისთვის, რომელიც გამოსახულებას სრული რეზოლუციიდან იღებს. ეს მატებს სრულიად ახალ ფოკუსურ მანძილს აიფონ 14 პრო მოდელებს, 3x ტელეფოტოთი შეზღუდულ აიფონ 13 პრო მოდელებთან შედარებით. 2x ტელეფოტო კარგი მანძილია პორტრეტებისა და მასშტაბირებისთვის, და რადგან ის მთავარი კამერაა, ხარისხი უკეთესია, ვიდრე ტელეფოტო ლინზით მიიღებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ფოტოს ამოჭრა გსურს.
ეფლის თანახმად, Photonic Engine, სულ მცირე, ორმაგად აუმჯობესებს ყველა ლინზას, თუმცა ამ გაუმჯობესების დანახვა აიფონ 14 პრო მაქსისა და 13 პრო მაქსის ღამის რეჟიმების შედარებისას, ცოტა რთულია.
აიფონ 14 პრო მაქსის ღამის ფოტოებში ნაკლები ხმაური და სინათლის არეკვლაა, თუმცა განსხვავება დიდი ნამდვილად არ არის. აიფონ 14-ის ზოგიერთი ფოტო უფრო კაშკაშადაც გამოყურება, მაგრამ მკვეთრი განახლება არც აქ გვხვდება.
რაც შეეხება ვიდეოს, ეფლმა დაამატა Action Mode, რომელიც მიზნად ისახავს მიბაძოს სტაბილიზაციას, რომლის მისაღებადაც სპეციალურ სტაბილიზატორს იყენებენ ხოლმე. გარდა ამისა, არის გაუმჯობესებები კინემატოგრაფიულ რეჟიმშიც. კინემატოგრაფიის რეჟიმი ახლა მუშაობს 4K-ში 24 კადრი/წმ-ზე, განსხვავებით აიფონ 13 პრო მაქსის მაქსიმალური 1080p გარჩევადობისგან, ასე რომ, ის უფრო მოქნილია მათთვის, ვისაც უყვარს 4K-ში გადაღება.
მოქმედების რეჟიმი ნამდვილად აუმჯობესებს სტაბილიზაციას, როცა ვიდეოს გადაიღებთ მოძრაობისას, ამიტომ ის გამოგადგებათ შინაური ცხოველის ან ბავშვის, ანდაც რაიმე ქმედებისას კადრების გადასაღებად. ვინაიდან ის შემოიფარგლება 2.8K გარჩევადობით, ალბათ არ მოგინდებათ მისი ჩართვა ნებისმიერ დროს, მაგრამ თუკი დამატებითი სტაბილიზაცია გჭირდებათ, საკმაოდ კარგი ფუნქციაა. მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება არ დაგჭირდეთ მოქმედების რეჟიმის ჩართვა, რადგან ჩაშენებული ნაგულისხმევი სტაბილიზაცია ისედაც საკმაოდ კარგია.
აიფონ 14 პრო მაქსის კამერები აშკარად გაუმჯობესებულია აიფონ 13 პრო მაქსის კამერებთან შედარებით, მაგრამ ადამიანების უმეტესობა ახალ ფუნქციებს მხოლოდ ხანდახან თუ გამოიყენებს. თუ უკვე გაქვთ აიფონ 13 პრო მაქსი, ალბათ, არ ღირს მისი განახლება მხოლოდ კამერისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია 14 პრო მაქსის სხვა ფუნქციებიც, როგორიცაა Dynamic Island, ყოველთვის ჩართული ეკრანის ფუნქცია, Emergency SOS via Satellite, Crash Detection და ა.შ.
კომენტარები