28 სექტემბერს Amazon-მა ჭკვიანი სახლის ეკოსისტემის ახალი პროდუქცია წარადგინა. მათ შორისაა Halo Rise — მოწყობილობა, რომელიც ძილზე დაკვირვებაში დაგეხმარებათ; პროდუქტებს შორის არაერთი ახალი მოდელის (Echo) ჭკვიანი, მოსაუბრე მოწყობილობაც იყო.

Echo Dot და Echo Dot with Clock არის ახალი თაობის მოსაუბრე მოწყობილობები. მათი აუდიოს არქიტექტურა სრულად არის განახლებული, რაც საუბრისას ხმის საუკეთესო ხარისხს უზრუნველყოფს. ამ მოწყობილობებს აქვთ ახალი პროცესორი და სენსორები, რაც Alexa-ს კონტექსტუალური ბრძანებების შესრულებაში ეხმარება. Amazon-ის განცხადებით, მისი მოსაუბრე მოწყობილობები თქვენს ბრძანებებს, სურვილებს უკვე არავერბალური გზითაც აღიქვამენ — ოთახში შესვლისას მოწყობილობა თავისი სენსორით აღიქვამს, რომ თქვენ ოთახში შემოხვედით. ამ ორი მოდელის გარდა არის კიდევ Echo Dot Kids, რომელიც ბავშვებზეა გათვლილი, ამიტომ მოსაუბრის ხმაც ბავშვისას ჰგავს და ბრძანებების შესრულებაც პატარებზე, მათ მოთხოვნებზეა კონცენტრირებული. ყველა ზემოჩამოთვლილი მოწყობილობა კაბელის მიერთების გარეშე, wifi-ზე მუშაობს.

The Echo Dot Clock (მარცხვნივ) და Echo Dot (მარჯვნივ).

ფოტო: Amazon

Halo Rise and Shine

Halo Rise არის სრულიად ახალი პროდუქტი. მას თქვენს საძინებელში, საწოლის გვერდით ათავსებთ. ის თქვენ საკუთარი ძილის კონტროლსა და გაუმჯობესებაში გეხმარებათ.

Halo Rise-ს შეუძლია, თქვენს ოთახზე სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია აღიქვას, რათა გააუმჯობესოს ძილის გარემო. ის ადგენს ასევე ტენიანობასა და ოთახში შემოსული სინათლის რაოდენობასაც. ის იყენებს ლოკაციის მონაცემებს, რათა აღიქვას ის გარემო, რომელშიც ცხოვრობთ, რათა ძილის რეგულაციაში ესეც გაითვალისწინოს. ღამით, ძილში ის არაკონტაქტურ სენსორსა და მანქანურ სწავლებას მიმართავს, რათა თქვენს მოძრაობებს, სუნთქვას და სხვა მნიშვნელოვან ნიშნებს დააკვირდეს. Amazon-ის განცხადებით, ძილის ალგორითმის სიზუსტისთვის მათ კონსულტაციები გაიარეს მედიკოსებთან. ჯერ უცნობია, როდის იქნება ეს მოწყობილობა გაყიდვაში, თუმცა მისი ფასი უკვე ცნობილია — $140.

Amazon Echo Auto.

Echo Auto-თი Alexa უკვე მანქანებშიც იქნება

თუ თქვენ გსურთ, Alexa მანქანში გამოიყენოთ, Amazon-მა მეორე თაობის Echo Auto გამოუშვა. ეს არის ძალიან პატარა მოწყობილობა, რომელთან დაკავშირებაც შეიძლება Bluetooth-ით ან AUX-ით. Echo Auto-ში ჩაშენებულია ხუთი მოკროფონი. თქვენ შეგიძლიათ, მას უბრძანოთ, შეცვალოს მუსიკა ან ინციდენტის შემთხვევაში დახმარება გამოიძახოს. მალე ეს პროდუქციაც იქნება ხელმისაწვდომი და მისი ფასი $55-ის ფარგლებში იქნება.