ანდროიდის მომხმარებლები iPhone 14-ის დინამიური კუნძულით აღფრთოვანებულები არ არიან — რატომ
გამოკითხული ანდროიდის მომხმარებლების 36%-მდე მიიჩნევს, რომ აიფონის ახალი ფუნქცია "ბანძია".
Apple-მა iPhone 14-ზე ძველი ჭრილი ჩაანაცვლა ახალი დინამიური კუნძულით, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აპლიკაციებსა და შეტყობინებებთან ახლებური ინტერაქცია დაამყარონ.
თუმცა, როდესაც ამ საკითხზე გამოკითხვა ჩაატარეს, გამოკითხულთა აზრები გაიყო. 2000-ზე მეტი ხმიდან უმრავლესობამ თქვა, რომ დინამიური კუნძული "ბანძია", ხოლო დანარჩენი 64,17%-დან (გაერთიანებულია 3 პასუხი), რომელსაც ეს ფუნქცია მოეწონა, მხოლოდ 22,59%-ს სურს, რომ ის ანდროიდზეც იხილოს.
ასევე იხილეთ: ამ აპლიკაციით iPhone 14-ის ახალი ფუნქციის ასლს Android-ზე გამოიყენებთ — როგორ
ანდროიდის ბევრი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ ეს ფუნქცია მაინც და მაინც არ განსხვავდება იმისგან, რისი გაკეთებაც საუკეთესო ანდროიდ სმარტფონებს შეუძლია. CJ Twitter-ზე იმასაც წერს, რომ ეფლს სჩვევია ძველი ფუნქციების ან დიზაინის ახლად გასაღება:
"ნამდვილად გაოცებული ვარ ამ საკითხის გარშემო ამდენი მითქმა-მოთქმის არსებობით. ვიღებთ hole-punch კამერას, რომელიც უკვე ათწლეულია არსებობს, და მას ახალ ფუნქციად ვასაღებთ? ნამდვილად ეფლის ხელწერაა."
ამასობაში, ფრენკლინ ფულგენსიო, პირიქით, კომპანიას აქებს და წერს:
"მეტისმეტად განსხვავებული არაფერია იმისგან, რაც უკვე ანდროიდმა დანერგა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეფლი თავის სამომხმარებლო ინტერფეისს წინა კამერით კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის."
სხვები წერენ, რომ დინამიური კუნძული კარგი გზაა სახით განბლოკვის უზარმაზარი კამერის შესანიღბად, მაგრამ ასეთი ფუნქცია ანდროიდს არაფერში სჭირდება.
"იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დიდია ტელეფონები დღესდღეობით და რომ მთავარია, ყველაფერი უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, სმარტფონის ყველაზე მიუწვდომელ წერტილში ასეთი ფუნქციის ქონა ნამდვილად შემძულდებოდა", — ამბობს ჯეიმსი.
ეს განსაკუთრებით ეხება iPhone 14 Pro Max-ს, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი — 6.7 დუიმიანი — OLED ეკრანი.
შესაბამისად, ვიდრე დეველოპერები დაიწყებდნენ მუშაობას, რომ ეს ფუნქცია ანდროიდზე გადმოეტანათ, პირველ რიგში, უნდა დაფიქრებულიყვნენ, რამდენად სურდათ ანდროიდის მომხმარებლებს მსგავსი ფუნქციის "მოპარვა".
კომენტარები