ამ აპლიკაციით iPhone 14-ის ახალი ფუნქციის ასლს Android-ზე გამოიყენებთ — როგორ
მოხდა ის, რასაც მოველოდით.
Apple-ის მიერ iPhone 14 Pro-სა და 14 Pro Max-ის გამოშვებიდან რამდენიმე კვირაში ანდროიდის ზოგიერთმა მწარმოებელმა, მათ შორის, Xiaomi-მ და Realme-მ, ღიად დაიწყო Apple-ის "მოძრავი კუნძულის" მსგავსი ფუნქციონალის დამატების განხილვა.
ახლა უკვე DynamicSpot აპლიკაციის მეშვეობით ყველას შეუძლია, საკუთარ ანდროიდზე დააყენოს "მოძრავი კუნძული".
აპი აღწერილია როგორც "მრავალი დავალების შემსრულებელი მინი ფუნქციონალი, რომელიც ამარტივებს შეტყობინებებთან წვდომასა და მობილურის სტატუსის ცვლილების კონტროლს". ის Apple-ის "დინამიკური კუნძულის" ზუსტი ასლია: პატარა შავი ფანჯარა, რომელზეც ჩნდება შეტყობინებები და მისი ვიჯეტის მსგავს ვერსიამდე გადიდებაც არის შესაძლებელი.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ აპს არ აქვს Apple-ის ფუნქციის ყველა მახასიათებელი, თუმცა მასაც აქვს რაღაც, რასაც Apple არ გვთავაზობს — თქვენ შეგიძლიათ, თავად განსაზღვროთ კუნძულის ზომა და მდებარეობა. ამგვარად ყველა ტიპის ანდროიდს მოარგებთ ამ კუნძულს.
DynamicSpot აპი Google Play-ზე არის ხელმისაწვდომი. მისი გადმოწერა უფასოა, თუმცა დამატებითი ფუქციები ფასიანია და $4.99 დაგიჯდებათ.
კომენტარები