მასკს ირანში Starlink-ის ინტერნეტის გააქტიურება სურს — ეს საპროტესტო ტალღის პარალელურად
ილონ მასკმა, SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ის გაააქტიურებს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისს ირანში. ეს არის პასუხი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკერის განცხადებაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები "ინტერნეტის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის გასაუმჯობესებლად" ირანელებისთვის.
ირანისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, პარასკევს აშშ-მ გამოსცა მითითება ირანელებისთვის ინტერნეტ სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოების შესახებ. ეს ყველაფერი 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ ხდება. მაჰსა პატიმრობაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპა, რომელიც ზნეობის პოლიციამ დააკავა. სწორედ ამას მოჰყვა შემდგომი საპროტესტო აქციები.
მასკმა ადრინდელ განცხადებაში აღნიშნა, რომ კომპანიას სურდა Starlink-ის სერვისების მიწოდება საზღვრებს მიღმა. ეს დაახლოებით ისე როგორც უკრაინის შემთხვევაში. მასკს მიაჩნია, რომ მისი ინტერნეტი ირანში სიტყვის თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
Starlink-ის სისტემა არის სატელიტური ინტერნეტი, რომლის მიზანიც გლობალური დაფარვის მიღწევაა. მეტიც, სისტემას აქვს პოტენციალი გაავრცელოს ინტერნეტი იქ, სადაც ის აქამდე არასდროს ყოფილა.
Starlink მუშაობს იმავე სატელიტური ინტერნეტ სერვისის ტექნოლოგიაზე, რომელიც უკვე ათწლეულებია არსებობს. საკაბელო ტექნოლოგიის გამოყენების ნაცვლად, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, სატელიტური სისტემა იყენებს რადიოსიგნალებს სივრცის ვაკუუმში.
მასკს სურს ეს ტექნოლოგია ირანელებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მან განაცხადა, რომ ის Starlink-ს ირანში დაშვებას სანქციებისგან გამონაკლისის სახით ითხოვს. ეს ყველაფერი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირანში ბოლო დროს გაჩენილი საპროტესტო ტალღის საპასუხოდ.
კომენტარები