Meta ახალ ფუნქციებს ამატებს, რათა Instagram და Facebook უფრო ხშირად გამოიყენოთ
Meta მუშაობს ახალ ფუნქციაზე, რათა მომხმარებლებს მისი პროდუქტების — Facebook-ისა და Instagram-ის — ანგარიშებს შორის გადასვლა გაუმარტივდეთ.
ახლა მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ მეტას გაერთიანებული პროფილის ჰაბიდან (ანგარიშების ცენტრიდან; Accounts Center) ორი ანგარიშის ერთმანეთთან დაკავშირება და პროფილის მენიუდან ერთი აპიდან მეორეზე მარტივად გადასვლა.
ეს ფუნქცია ჯერ ცდებს გადის, თუმცა ის უკვე iOS, Android და web მომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოშია ხელმისაწვდომი. Meta-ს სურს, რომ ადამიანები ხშირად იყენებდნენ გაერთიანებული ანგარიშების ფუნქციას. ამ მიზნით ის ერთსა და იმავე აპზე რამდენიმე ანგარიშის გახსნასაც ამარტივებს. ეს ფუნქციონალიც ტესტირების რეჯიმშია, თუმცა ისიც ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე.
ადრე მეტა (თავდაპირველად Facebook) კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ერთი მომხმარებლის მიერ რამდენიმე ანგარიშის გახსნას, რადგან მისთვის პრიორიტეტი "რეალური", ავთენტური იდენტობა იყო. ახლა ყველაფერთან ერთად მისი ეს მიდგომაც შეიცვალა.
ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს. Meta-ში ძალიან კარგად იციან, რომ ციფრული იდენტობა საკმაოდ მრავალმხრივი და ცვალებადია, განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებლებში, რომლებიც ფსევდო-მეგობრულ სოციალურ პლატფორმებზე (TikTok, YouTube, Twitch და სხვა) თავს კომფორტულად გრძნობენ. Meta-ს ისიც არ გამოპარვია, რომ ბოლო წლებში TikTok-ის, მათი კონკურენტის, მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება და ზუსტად ამის დასაბალანსებლად ისინი მომხმარებლებს ამ ახალ ფუნქციებსაც სთავაზობენ.
კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი, რის გამოც კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, არის Meta-ს დაცვა დანაწევრებისგან — თუ მისი ყველა შვილობილი კომპანია ერთმანეთზე მაქსიმალურად იქნება გადაჯაჭვული, მათი განცალკევება საკმაოდ რთული იქნება, რაც აშშ-ში რეგულატორულ უწყებებს არაერთხელ უცდიათ.
კომენტარები