ყველაფერი, რაც Windows 11-ის განახლებაზე უნდა იცოდე
სამშაბათს Microsoft-მა გამოუშვა Windows 11-ის პირველი ძირითადი განახლება. განახლება მოიცავს უსაფრთხოების, პროდუქტიულობის, ხელმისაწვდომობისა და თამაშის ახალ ფუნქციებს.
ოპერაციული სისტემა სწრაფად უახლოვდება თავის ერთი წლის იუბილეს ოქტომბრის დასაწყისში. გაშვებისას ახალმა ოპერაციულმა სისტემამ ათობით ახალი ფუნქცია გააცოცხლა, მათ შორის, განახლებული ინტერფეისი, ვიჯეტები, უფრო ხელმისაწვდომი Microsoft Teams, რამდენიმე დესკტოპი, Snap Layouts და Groups, ასევე, ანდროიდის აპლიკაციები.
Windows 11-ის განახლება აადვილებს კომპიუტერის გამოყენებას
Windows 11-ის ახალი განახლება უფრო სწრაფ და ზუსტ ძიებას ამატებს საწყის მენიუსა და სწრაფ პარამეტრებში. ასევე, ვიჯეტების დაფაზე ადგილობრივი და მიმდინარე მოვლენები უკეთ გაშუქდება. ოქტომბრის თვეში კი Windows 11 მიიღებს კარგა ხნის წინ მოთხოვნილ ფუნქციას — ჩანართებს File Explorer-ში.
Windows 11-ს პროდუქტიულობის მეტი ხელსაწყო აქვს
Windows 11 მულტიტასკერებსა და ორგანიზების მოყვარულებს ბევრ ფუნქციას სთავაზობს. ამ ახალი განახლებით, Snap Layouts, რომელიც აკურატულად აწყობს ღია ფანჯრებს თქვენს დესკტოპზე, უფრო მრავალმხრივი გახდა გაუმჯობესებული სენსორული ნავიგაციითა და მრავალი ბრაუზერის ჩანართის გახსნის შესაძლებლობით Microsoft Edge-ში.
ყურადღების გადატანის შესამცირებლად, განახლებას აქვს ფოკუსის სესიები და "არ შემაწუხოთ" რეჟიმი. მაიკროსოფტის თანახმად, როდესაც იწყებთ ფოკუსის ახალ სესიას, Windows ავტომატურად ჩართავს "არ შემაწუხოთ" რეჟიმს, რაც გააჩუმებს შეტყობინებებს, გათიშავს თასქბარის ნიშნებს და აპლიკაციების შეტყობინებებს თასქბარში. Focus ასევე აუმჯობესებს საათის აპლიკაციას ტაიმერებით, რათა დაგეხმაროთ ფოკუსირებაში და არ დაგავიწყდეთ შესვენება.
Windows 11-ის განახლება ამატებს ხელმისაწვდომობის ახალ ფუნქციებს
მთხრობელი, Windows 11-ში ჩაშენებული ეკრანის წამკითხველი, მიიღებს უფრო ბუნებრივ ხმას, რაც გააუმჯობესებს ტექსტის გადმოცემის ფუნქციას.
გარდა ამისა, ახალი პირდაპირი სუბტიტრები სცილდება მხოლოდ ცალკეულ აპლიკაციებს და ნაგულისხმევად გამოჩნდება ეკრანის ზედა ნაწილში და კამერის ქვეშ, მაგრამ მომხმარებლებს შეუძლიათ, გადართონ სუბტიტრების მდებარეობა ეკრანის ბოლოში ან ცალკე მცურავ ფანჯარაში. ასევე, მიკროფონის აუდიოს დაჭერით, პირდაპირ სუბტიტრებს ახლა უკვე შეუძლიათ პირისპირ საუბრების ტრანსკრიფცია.
ხმოვანი წვდომა, რომელიც ჯერ კიდევ გადახედვის რეჟიმშია, აუმჯობესებს უკვე არსებულ ხმოვან ბრძანებებს და საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ თქვენი კომპიუტერი ხმით. პირველად, როდესაც გამოიყენებთ ხმოვან წვდომას, გაივლით ინტერაქტიულ გაკვეთილს თქვენი ხმით საერთო ამოცანების შესრულების შესახებ. ინსტრუმენტი ასევე უზრუნველყოფს რეალურ დროში გამოხმაურებას, თუ ის არ ცნობს სიტყვას. ხმოვანი წვდომის პირველი გამოყენებისას, გაივლით ინტერაქციულ ტუტორიალს თქვენი ხმის გამოყენებით მარტივი ამოცანების შესრულების შესახებ.
Smart App Control და უსაფრთხოება
Smart App Control-ის საშუალებით, შეგიძლიათ, უფრო თავდაჯერებულად გადმოიწეროთ აპლიკაციები. ხელსაწყო ბლოკავს არასანდო ან დაურეგისტრირებელ აპლიკაციებს, სკრიპტისა და პოტენციურად საზიანო სხვა ფაილებს. არსებითად, იგი პროგნოზირებს აპლიკაციის უსაფრთხოებას რეალურ დროში. ფუნქცია, რომელიც აგებულია იმავე AI-ზე, რომელიც გამოიყენება Windows Defender Application Control-ში, ხელმისაწვდომია პირადი ან საქმიანი გამოყენებისთვის.
Microsoft Defender SmartScreen მავნე აპლიკაციებსა და ვებსაიტზე შესვლის შემთხვევაში გამოგიგზავნით გაფრთხილებას. განახლება ასევე საშუალებას აძლევს Hypervisor-ით დაცულ კოდის მთლიანობას ან HVCI-ს, ხოლო მაიკროსოფტის დაუცველი დრაივერების ბლოკის სიას, ნაგულისხმევად იყოს ყველა ახალ Windows 11-ის მოწყობილობაზე.
მაიკროსოფტმა ასევე გააძლიერა იდენტობის დაცვა და გაამარტივა პაროლის მართვა განახლებაში.
უკეთესი ვიდეო ზარები და კრეატორის კონტენტის ხელსაწყოები
გაშვებისთანავე, Windows 11-მა გახადა Microsoft Teams უფრო ხელმისაწვდომი. უახლესი განახლება წარმოგიდგენთ Windows Studio Effects-ს, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს აუდიო და ვიდეო ზარები. Windows Studio-ს ახალი კამერა იყენებს ხმოვან ფოკუსს ფონური ხმაურის გასაფილტრად, ფონის დაბინდვის ხელსაწყოს, თვალის კონტაქტს, რათა გამოიყურებოდეთ ისე, თითქოს ყოველთვის კამერას უყურებთ, ასევე ავტომატურ ჩარჩოს, რომელიც კამერას თქვენზე აჩერებს მოძრაობის დროს.
Windows 11-ის ახალ განახლებას ასევე დაემატა ვიდეო-ედითინგის აპლიკაცია Clipchamp.
თამაშები და ანდროიდის აპლიკაციები
Windows 11-ის განახლება აადვილებს თამაშებზე წვდომას ახალი Controller ზოლით. ის ასევე უზრუნველყოფს Xbox Game Bar-ის განახლებულ ხედს ახლახან ნათამაშებ თამაშებზე უფრო სწრაფი წვდომისთვის. მაიკროსოფტის თქმით, განახლება ასევე გაზრდის თამაშის წარმადობის ოპტიმიზაციებს, რაც შეამცირებს თამაშის შეყოვნებას და განბლოკავს Auto HDR-სა და Variable Refresh-ს.
მოთამაშეებს ასევე შეუძლიათ Microsoft Edge-ში ახალი საწყისი გვერდის ნახვა, რომელიც შეიცავს პერსონალიზებულ ამბებს, ადვილად წვდომას Xbox Cloud Gaming ბიბლიოთეკაზე და ახლახან ნათამაშებ თამაშებზე. ასევე, არის ჩაშენებული ფუნქცია სახელწოდებით Clarity Boost უფრო მკვეთრი გრაფიკისთვის Cloud Gaming-ში.
როდესაც Windows 11 ჩაეშვა, ახალმა OS პარტნიორობამ Amazon-თან ანდროიდის აპლიკაციები Windows-ის კომპიუტერებზე დაამატა. ეს განახლება აფართოებს Amazon App Store-ის წინასწარ დათვალიერებას და ზრდის ანდროიდის აპლიკაციებისა და თამაშების საერთო რაოდენობას 20000-მდე.
უფრო მწვანე მახასიათებლები
Windows 11-ის ბოლო განახლება მიზნად ისახავს გააადვილოს თქვენი მოწყობილობის ნახშირბადის გამოყოფის შემცირება. მაგალითად, როდესაც მოწყობილობები ჩართულია, დაკავშირებულია ინტერნეტთან და თუ ხელმისაწვდომია რეგიონული ნახშირბადის ინტენსივობის მონაცემები, Windows დაგეგმავს განახლებებს დღის იმ მონაკვეთებში, რომლებმაც შეიძლება ნახშირბადის გამოყოფა შემციროს. მაიკროსოფტმა განაცხადა, რომ მან ასევე შეცვალა ნაგულისხმევი პარამეტრი ძილისა და ეკრანის გამორთვისთვის, რათა შეამციროს ნახშირბადის გამოყოფა, როდესაც კომპიუტერები უმოქმედოდაა.
კომენტარები