როგორ "გავქრეთ" Google-იდან — ახალი ფუნქციით ეს მარტივად შეგვიძლია
2022 წლის მაისში Google-მა განაცხადა, რომ დაამატებდა ახალ ფუნქციონალს, რომელიც მოძიების შედეგებიდან ამოშლის თქვენს საკონტაქტო და სხვა პერსონალურ, იდენტიფიცირებად ინფორმაციას (PII). ახლა კომპანიამ უკვე დაიწყო საკუთარ პროდუქციაში ამ ფუნქციის ჩამატება.
ზოგიერთ თქვენგანს დღეს უკვე შეუძლია ანდროიდზე Google app-ის გახსნა და ზედა მარჯვენა კუთხეში თქვენი პროფილის ავატარზე დაჭერით ახალი მენიუს "შედეგები თქვენ შესახებ" ("Results about you") ჩამოშლა. ამ ფანჯრის გახსნით გამოჩნდება დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოსთხოვოთ Google-ს, რათა თქვენ შესახებ არსებული ინფორმაცია — მობილურის ნომერი, სახლის მისამართი, ელ, ფოსტა და სხვა PII — მოძიების შედეგებიდან ამოშალოს.
ამას გარდა, ყოველი მოძიების შედეგის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება სამი წერტილი. მასზე დაჭერით ახალი ფანჯარა ჩნდება, რომელსაც შედეგების ამოშლის ("Remove result") ღილაკი ექნება. ამ შემთხვევაში (ზემოთ განხილულისგან განსხვავებით) კონკრეტული მოძიების შედეგებიდან ხდება ინფორმაციის ამოშლა. პროფილის ავატარიდან კი ავტომატურად ყველა გვერდზე ვრცელდება ეს ბრძანება.
Google-მა მაშინ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში ჩაეშვება ეს ფუნქცია. ის ახლა თანდათანობით ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ჩნდება და მალე ფართოდაც გავრცელდება. კომპანიამ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა — "როდესაც ჩვენ ინფორმაციის ამოშლის მოთხოვნას მივიღებთ, ჩვენ მას სხვა ფუნქციებთან, მახასიათებლებთან მიმართებაში შევაფასებთ და ვეცდებით ისე გავაკეთოთ, რომ ამ მონაცემის ამოშლის გამო სხვა ბენეფიტები არ შეიზღუდოს, მაგალითად, ახალი ამბები (რომელიც ჩვენს ინტერესებზეა მორგებული). ამას გარდა, Google Search-დან საკონტაქტო ინფორმაციის ამოშლა მას ვებიდანაც არ აქრობს, ამისათვის თქვენ ვებ-გვერდის ადმინს უნდა დაუკავშირდეთ და პირდაპირ მას სთხოვოთ, რომ ეს მონაცემი ამოშალოს, თუმცა, ვფიქრობთ, ეს არაკომფორტული იქნება".
კომენტარები