იუპიტერი დედამიწას ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად მიუახლოვდება
მომავალ ორშაბათს, 26 სექტემბერს, იუპიტერი დედამიწას ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად მიუახლოვდება.
იუპიტერსა და დედამიწას შორის ყველაზე დიდი მანძილი 965,5 მილიონი კილომეტრია. მომავალ ორშაბათს ის დედამიწისგან დაახლოებით 587 მილიონი კილომეტრის სიშორეზე იქნება, რაც დედამიწისა და იუპიტერის თავიანთ ორბიტებზე არსებული განლაგებითაა განპირობებული. ეს პოზიციები მათ ჩვეულებრივზე უფრო აახლოებს ერთმანეთთან.
ამ მომენტს ემთხვევა ფენომენი სახელწოდებით "ოპოზიცია", რაც ნიშნავს, რომ იუპიტერი არა მხოლოდ ახლოს იქნება დედამიწასთან, არამედ მასზე დაკვირვება ახლო მანძილიდან შეგვეძლება. პლანეტა "ოპოზიციაშია", როდესაც მისი განლაგება დედამიწის საპირისპირო მხარეს არის მზისგან. ეს იუპიტერისთვის ხდება ყოველ 13 თვეში ერთხელ და ასეთ დროს პლანეტა უფრო დიდი და კაშკაშა ჩანს.
პლანეტა დედამიწასთან იმდენად ახლოს იქნება, რომ ადამიანები, კარგი ბინოკლის გამოყენებით, შეძლებენ, სულ მცირე, დაინახონ მისი ცენტრალური სარტყელი და 3 ან 4 მთვარე. როგორც NASA-ს მარშალის კოსმოსური საფრენი ცენტრის მკვლევარმა ასტროფიზიკოსმა ადამ კობელსკიმ აღნიშნა, გალილეო გალილეი მათ მე-17 საუკუნის ტექნოლოგიით აკვირდებოდა.
"მთვარის გამოკლებით, ეს უნდა იყოს ღამის ცის ერთ-ერთი (თუ არა) ყველაზე ნათელი ობიექტი", — თქვა ასტროფიზიკოსმა.
კომენტარები