მომხმარებელთა თქმით, iPhone 14 Pro-ს კამერას პრობლემები აქვს — რა ხდება
მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ზოგიერთი აპის გამოყენებისას კამერა უჩვეულოდ ვიბრირებს.
ადამიანებს, რომლებაც შეიძინეს ახალი iPhone 14 Pro ან Pro Max, აქვთ უცნაური პრობლემა: მათი მობილურის კამერის ლინზა უკონტროლოდ მოძრაობს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც მომხმარებლები ჩივიან, რომ მათი კამერის ლინზა მოძრაობს, ირხევა და ხმასაც გამოსცემს, როდესაც კამერას რთავენ ისეთ აპებზე, როგორებიცაა: Instagram, Snapchat და TikTok.
იუთუბერმა ლუკ მაიენიმ ტვიტერზე დადო ვიდეო, რომელშიც აჩვენებს, როგორი ვიბრაცია აქვს მისი აიფონის კამერას, როდესაც ის Snapchat-ით რაიმეს გადაღებას ცდილობს, რაც ფოტოს სრულად აფუჭებს. თქვენ ვიდეოში ლინზის რხევის, ვიბრირების ხმასაც გაიგონებთ, რაც უჩვეულოა.
აქამდე iPhone-ის კამერას არ ჰქონდა პრობლემა. ის ჩვეულებრივად იღებს ფოტოებს. სირთულე მხოლოდ ზემოჩამოთვლილი აპების გამოყენებისას იჩენს თავს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პრობლემა არა Apple-ის მოწყობილობაშია, არამედ ამ აპების პროგრამულ უზრუნველყოფაში. როგორც ჩანს, მათ განახლება სჭირდებათ, რათა საკითრივ iPhone 14 Pro-ს მოერგონ. ჯერ არ ვიცით, ამ აპების გამოყენებით რა ზიანი ადგება კამერას. როგორც არ უნდა იყოს, საუბარია მოწყობილობაზე, რომლის ღირებულებაც $1000-ს აღემატება. ჯერ Apple-ს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
კომენტარები