ალბათ, ყველას სმენია ფრაზა, რომ არაფრისგან რაიმეს შექმნა შეუძლებელია. თუმცა, რეალურად, ჩვენს სამყაროში არსებული ფიზიკა ასეთი მარტივიც არაა. სინამდვილეში, მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ მატერია "არაფრისგან" შეექმნათ, დღეს კი შეძლეს, დაემტკიცებინათ, რომ 70 წლის წინ გამოთქმული თეორია სწორი იყო და მატერიის "არაფრისგან" შექმნა მართლაც შესაძლებელია.

სამყარო რამდენიმე შენახვის კანონისგან შედგება. ეს კანონები მართავენ ენერგიას, მუხტს, იმპულსს და ა.შ. ამ კანონების სრულყოფილად გაგების მცდელობაში მეცნიერებმა ათწლეულები გაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ მატერიის უხილავად გადაქცევა შეძლეს, მისი "არაფრისგან" შექმნა სრულიად განსხვავებულ სირთულეს წარმოადგენს.

მატერიის "არაფრისგან" შექმნაზე ბევრი თეორია არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კვანტური ფიზიკოსები ცდილობდნენ უკეთ გაეგოთ დიდი აფეთქება და მისი გამომწვევი მიზეზი. ჩვენ ვიცით, რომ ცარიელ სივრცეში ორი ნაწილაკის შეჯახებამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს დამატებითი ნაწილაკების გაჩენა. არსებობს ისეთი თეორიებიც კი, რომლების მიხედვითაც, საკმარისად ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს შეუძლია შექმნას მატერია და ანტიმატერია "არაფრისგან".

ფოტო: NASA

მიუხედავად ამისა, რომელიმე ზემოხსენებულის რეალობაში მოყვანა ყოველთვის შეუძლებელი ჩანდა. თუმცა ამ აზრს მეცნიერების კვლევა-ძიება არ შეუჩერებია და, როგორც ჩანს, კვლევამ შედეგი გამოიღო. როგორც Big Think იუწყება, 2022 წლის დასაწყისში მკვლევართა ჯგუფმა შექმნა საკმარისად ძლიერი ელექტრული ველები თავიანთ ლაბორატორიაში, რათა გრაფენის სახელით ცნობილი მასალის უნიკალური თვისებები გაათანაბრონ.

სამყაროში არსებობს შენახვის ყველანაირი კანონი: ენერგიის, იმპულსის, მუხტისა და სხვა. ყველა ფიზიკური სისტემის მრავალი თვისება შენარჩუნებულია: სადაც საგნების შექმნა ან განადგურება შეუძლებელია. ჩვენ ვისწავლეთ როგორ შევქმნათ მატერია სპეციფიკურ, გამოკვეთილ პირობებში: ორი კვანტის ერთმანეთთან შეჯახებით საკმარისად მაღალი ენერგიებით, რათა გამოვლინდეს მატერიისა და ანტიმატერიის თანაბარი რაოდენობა, სანამ E = mc² ამის საშუალებას იძლევა. ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შეძლეს ნაწილაკების შექმნა ყოველგვარი შეჯახების ან წინამორბედი ნაწილაკების გარეშე: ძლიერი ელექტრომაგნიტური ველებისა და შვინგერის ეფექტის მეშვეობით.

ამ ველების საშუალებით მეცნიერებმა შეძლეს ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების წყვლების სპონტანური შექმნა "არაფრისგან", რამაც დაამტკიცა ჯულიან შვინგერის, კვანტური ველის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, თეორია, რომ მატერიის "არაფრისგან" შექმნა შესაძლებელია. ამ ცოდნით კი, იმედია, უკეთ გავიგებთ, თუ როგორ ქმნის სამყარო რაღაცას "არაფრისგან".