Apple-ის სატელიტური შეტყობინების ფუნქცია მალე სხვადასხვა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი
Apple Watch-ისა and iPhone 14/14 Pro-ს ახალი უნიკალური ფუნქცია Emergency SOS მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სატელიტის მეშვეობით საგანგებო სიტუაციაში გამოიძახოს დახმარება. ეს საუკეთესო გამოსავალია ისეთ ადგილებში, სადაც არ არის ფიჭური სიგნალი ან WiFi. Apple-მა განაცხადა, რომ ნოემბრიდან ეს ფუნქცია ჯერ აქტიური იქნება აშშ-სა და კანადაში. MacPrime-ის მიხედვით, ის ძალიან მალე სხვა რეგიონებშიც იქნება ხელმისაწვდომი. სამწუხაროდ, ჯერ უნცობია, ზუსტად რომელ ქვეყნებს დაფარავს ეს ფუნქციონალი.
Emergency SOS ფუნქციით ნებისმიერი ადგილიდან (აუცილებელია, მიწის ზედაპირზე იყოთ, რომ გქონდეთ წვდომა სატელიტთან) შეგიძლიათ, სხვა ადამიანს გაუგზავნოთ შეტყობინება, თუმცა აუცილებელია, რომ თქვენი შეტყობინების ადრესატსაც ჰქონდეს ეს ფუნქცია დაყენებული. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მახასიათებელი არ არის მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოწყობილობაში დამატებითი აპარატული უზრუნველყოფის არსებობაც, ამიტომ მისი დაყენება შესაძლებელია მხოლოდ iPhone 14-სა და 14 Pro-ზე, Apple Watch Series 8-ზე, მეორე თაობის Apple Watch SE-სა და Apple Watch Ultra-ზე.
არის ვარაუდები, რომ ამ ფუნქციის გამოყენება გარკვეულ განედებზე არ იქნება შესაძლებელი. ყველაფერი ცნობილი იქნება ნოემბერში, როდესაც ამ ფუნქციას ოფიციალურად ჩაუშვებენ. ზუსტად მაშინ გავიგებთ, რა ეღირება სატელიტის მომსახურებით სარგებლობა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ iPhone 14-ის მომხმარებლები პირველი ორი წლის განმავლობაში ამ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.
Apple ერთადერთი კომპანია არაა, რომელიც ამ ფუნქციას ამატებს. Apple-ის ახალი პროდუქციის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე Huawei-მა დააანონსა Mate 50, რომელსაც ზუსტად ეს ფუნქცია ექნება. ამას გარდა, T-Mobile-მა და SpaceX-მა უკვე მოილაპარაკეს, რომ T-Mobile-ის გამომწერებს სტარლინკის სატელიტების გამოყენება შეეძლებათ.
წაიკითხეთ ასევე: Huawei-მ Apple-ს დაასწრო და შექმნა პირველი ტელეფონი, რომელიც სატელიტით შეტყობინებას გზავნის
კომენტარები