Android-ზე Chrome-ში ინკოგნიტო ფანჯრის გასახსნელად თითის ანაბეჭდი დაგჭირდებათ
ეს ჩვენთვის სენსიტიური ინფორმაციის დაცვის დამატებითი მექანიზმია
2020 წლიდან მოყოლებული iOS-ზე Google-ის ზოგიერთ აპლიკაციას დამატებითი დაცვის მექანიზმი (“Privacy Screen”) დაემატა — მათში შესასვლელად საჭიროა შეხებით ან სახის ID-ით ავთენტიფიკაცია. ახლა ანდროიდებზე Chrome იმავე ფუნქციას ინკოგნიტო ფანჯრის გახსნაზეც ამატებს — ამას მალე მხოლოდ თითის ანაბეჭდით შეძლებთ.
როდესაც ინკოგნიტო ფანჯარა გახსნილი გაქვთ და Chrome-დან გადიხართ, ის მაშინვე ყველა ამ ფანჯარას თქვენი თითის ანაბეჭდით "ლუქავს". როდესაც ცდილობთ, ეს ფანჯრები კვლავ გახსნათ, ნაცრისფერ ფონზე ინკოგნიტოს ნიშანი ჩნდება და გთხოვთ თითის ანაბეჭდს, რათა დაამტკიცოთ, რომ ნამდვილად თქვენ ხართ. მარცხენა ქვედა კუთხეში "Use PIN"-ის არჩევანიც გაქვთ.
ეს ნამდვილად გამოსადეგი ფუნქციაა, თუ თქვენ მობილურს სხვა ადამიანს აძლევთ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ეს ფუნქცია ჩართოთ ან გამორთოთ. ამისათვის უნდა გადახვიდეთ Settings-ში, აირჩიოთ Privacy and security და დააჭიროთ Lock Incognito tabs-ს (ფუნქციის გამორთვისას Unlock-ს).
Android-ის უახლეს ვერსიებზე ამ ფუნქციის ჩართვა მოცემული ლინკით შეგიძლიათ: chrome://flags/#incognito-reauthentication-for-android
ცნობისთვის, "Privacy Screen"-ის სახელით ცნობილი ფუქციონალი iOS-ის რიგ აპლიკაციებზე უკვე დამატებულია: Google Drive, Search, Fi, Chrome და Authenticator (2FA codes).
კომენტარები