ჰარვარდის ექსპერტი ამბობს, რომ მარკ ცუკერბერგი ფეისბუქს ანადგურებს
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის უფროსის, ბილ ჯორჯის თქმით, ფეისბუქი მარკ ცუკერბერგის მთავარ მტრად იქცა. თავის მხრივ, მარკი კი კომპანიის მტერია.
"ვფიქრობ, ფეისბუქი კარგად ვერ იმუშავებს, სანამ ის იქ არის. ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმის თუ რატომ ტოვებს კომპანიას ამდენი ადამიანი. მან გზიდან გადაუხვია", — უთხრა ჯორჯმა CNBC-ს.
CNBC-ის მიხედვით, ჯორჯმა ახლახან გამოაქვეყნა წიგნი ავთენტური ლიდერობის შესახებ, რომელშიც ის ასახავს კომპანიების ცუდი უფროსების ქცევის ხუთ სხვადასხვა ტიპს. ჰარვარდის ექსპერტის აზრით, ცუკერბერგი ამ ხუთიდან სამ კატეგორიაში ყვება. პირველი კატეგორია არის "რაციონალიზატორი", რომელიც სხვებს ადანაშაულებს იმედგაცრუებებში და წარუმატებლობაში — ამის მაგალითია ცუკერბერგის დაჟინება ამ წლის დასაწყისში, რომ კონკურენტი კომპანიები იყვნენ დამნაშავე Facebook-ის ღირებულების შემცირებაში.
ჯორჯის თქმით, ის ვერ ხვდება საკუთარ პრობლემებს და მიზეზებს სხვებში ეძებს. მეორე არის "სრული უნდობლობაა", რა დროსაც ადამიანი უარს ამბობს რჩევის მიღებაზე.
"გახსოვთ, როდესაც მან გაათავისუფლა როჯერ მაკნემი, მას შემდეგ, რაც მაკნემმა უთხრა, რომ ცვლილებები იყო საჭირო?", — აღნიშნა ჯორჯმა.
დაბოლოს, ჯორჯი ასევე კლასიფიცირებს Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს, როგორც "დიდების მაძიებელს", რომელიც ყველაფერზე მაღლა დიდების სურვილს აყენებს.
"რა თქმა უნდა, ადამიანებს შეუძლიათ შეიცვალონ, მაგრამ ისინი ხშირად ვერ აკეთებენ ამას, როდესაც საქმე მილიარდებს ეხება", — ამბობს ჯორჯი.
ერთი რამ ფაქტია, ბოლო დროს ფეისბუქის აქციების ფასი მართლაც დაეცა. მეორეს მხრივ, გაუგებარია ის გეგმა რის მიხედვითაც მარკი ყველას მეტავერსში გადაყვანას გვპირდება. შესაბამისად, ის კრიტიკა რაც ცუკერბერგის მიმართ მოდიოდა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა.
ინტერვიუში ჰარვარდის ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ ასე თუ გაგრძელდა და რამე არ შეიცვალა ცუკერბერგი ფეისბუქს გაანადგურებს.
კომენტარები