ნახეთ: გამოცადეს მანქანა, რომელიც მაგნიტების გამოყენებით ჰაერში ლივლივებს
სამხრეთ-დასავლეთ ჯიაოტონგის უნივერსიტეტის ჩინელმა მკვლევრებმა გამოსცადეს მოდიფიცირებული მანქანები, რომლებიც მაგნიტების გამოყენებით ჰაერში ლივლივებენ. ისინი დაახლოებით 4 სანტიმეტრის სიმაღლეზე ავიდნენ და ისე მოძრაობდნენ. ეს სპეციალურად შემუშავებული მაგნიტური მაგისტრალის მეშვეობით მოხდა, იტყობინება სახელმწიფო მედია გამოცემა Xinhua.
სატესტო ვიდეოზე ჩანს, რომ მოდიფიცირებული სამგზავრო ავტომობილი სრიალებს ზედაპირზე, ხოლო მისი ოთხი საბურავი ტრიალებს ჰაერში. ეს ყველაფერი მანქანის ძირზე დამაგრებული მაგნიტური რეპულსორების გამო. არის თუ არა ეს მანქანის "უკან მომავალშის" მსგავსი მომავალი?
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მსგავს მანქანებს ენერგიის მოხმარების შემცირება და საბოლოოდ მისი დაზოგვა შეუძლიათ. თუმცა, თუ ვიმსჯელებთ ვიდეოში ნანახი აღჭურვილობით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იქნება გასაწევი, სანამ მსგავსი ავტომობილები გზებზე გამოჩნდება. მეტიც, ასეთი ავტომობილების შემთხვევაში თავად გზების მოდიფიცირებაც იქნება საჭირო. დეტალებზე ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით.
Xinhua-ს ცნობით, რვა მოდიფიცირებული მანქანა გამოსცადეს ავტომაგისტრალის დაახლოებით 8 კილომეტრის მონაკვეთზე. ჩვენ ვიცით, რომ ინჟინრებმა დაამატეს მუდმივი მაგნიტების მასივი მანქანების ძირს, ხოლო მაგისტრალის სიგრძეზე გამტარი ლიანდაგი გამართეს. საინტერესოა სიჩქარე, რომლის განვითარებაც მანქანებმა შეძლეს — ეს საათში 230 კილომეტრია.
ჩინეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი მაგისტრალებისა და ავტომობილების გამოშვება დააანონსა. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.
კომენტარები