ნახეთ: ფოტო გვიჩვენებს, რა ხდება, როცა მზისგან დამცავ კრემს მხოლოდ სახეზე ვისვამთ
რა თქმა უნდა, მზე დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა მისი პირდაპირი სხივების ქვეშ დიდხანს ყოფნას ჩვენს ორგანიზმზე ძალიან ცუდი გავლენა აქვს. სწორედ ამიტომ, უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენებაა რეკომენდებული.
მსგავს კრემებს ხშირად მხოლოდ სახეზე ვისვამთ და ყელი გვავიწყდება, რომლის მიმდებარედაც კანი საკმაოდ მგრძნობიარეა. ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული ფოტო, რომელზეც 92 წლის ქალია აღბეჭდილი, გვიჩვენებს, რა ხდება, როცა მსგავს დამატენიანებელს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნიკაპამდე ისვამ.
ეს სურათი მეცნიერებმა პირველად გასულ წელს გამოცემაში The Journal of The European Academy of Dermatology and Venereology გამოქვეყნებულ ნაშრომს დაურთეს, რათა მზის სხივებისგან თავის დაცვის მნიშვნელობა ეჩვენებინათ. საქმე იმაშია, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება კანის უჯრედებს აზიანებს და პიგმენტური ლაქებისა თუ ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. ის, ასევე, კანის სიმსივნის განვითარებასაც განაპირობებს, ამიტომ 6 თვის ზემოთ ასაკიდან სათანადო კრემების გამოყენება აუცილებელია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგად დაბერებულ კანს ვიღებთ, სიბერის ნიშნები კი სიმსივნის რისკთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, დამცავი დამატენიანებელი ყელზეც უნდა გადავინაწილოთ, რადგან სხეულის ამ მგრძნობიარე ნაწილს ტანსაცმელი ხშირად არ ფარავს, მითუმეტეს ზაფხულში.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამგვარი საშუალებები წასმიდან დაახლოებით 15 წუთში აქტიურდება, ამიტომ ისინი სხეულზე სახლიდან გასვლამდე ცოტა ხნით ადრე უნდა დავიტანოთ და ყოველ ორ საათში განვაახლოთ.
კომენტარები