რატომ არის USB ფლეშ-მეხსიერება (ფლეშკა) დღემდე აქტუალური?
ამ სტატიაში გვსურს, გესაუბროთ USB ფლეშ-მეხსიერების შესახებ, რომელიც თავის დროზე ფაილების შენახვისა და გადატანის ერთადერთი საშუალება იყო. დღეს გლობალური მონაცემების 60% cloud-ზე ინახება, თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, Cloud-ის პრაქტიკულობას საფრთხეებიც ახლავს, ამიტომ USB მეხსიერება კვლავ აქტუალური და მნიშვნელოვანია.
პირველი ფლეშკა 2000 წელს გაჩნდა და მაშინ მან ძირეულად შეცვალა ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფერო — კოლექტიური თავსებადობის ფუნქციამ ფართო მასებისთვის მრავალი ოპერაციის შესრულება გახადა ხელმისაწვდომი. შესაძლებელი გახდა არა მარტო ინფორმაციის გადატანა ერთი მოწყობილობიდან მეორეში, არამედ მისი უსაფრთხოდ შენახვაც.
ფლეშკის სიმძლავრე იზომება იმით, თუ წამში რა მოცულობის ინფორმაციის გადატანა შეუძლია. თუ გაიხსენებთ, ერთი ფილმის გადატანას ,,ფლეშკაზე“ თავიდან რამდენიმე წუთი სჭირდებოდა. დროსთან ერთად მოწყობილობის სიჩქარე და მოცულობა სულ უფრო მეტად გაიზარდა. დღეს Kingston-ის უახლესი მოდელის DT Max-ის სიჩქარე 1000მბ/წმ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმის ჩაწერას სულ 2 წამი სჭირდება. დიახ, ეს წარმოუდგენლად სწრაფი "ფლეშკაა", რომლის სიჩქარეც აღემატება ზოგიერთ SSD-ს.
დღევანდელი USB მეხსიერება აღარ არის უბრალოდ ინფორმაციის შესანახი ან გადასატანი მოწყობილობა. ეს არის პრაქტიკული მოწყობილობა ჩვენი მობილური ცხოვრებისთვის. Type-C ან ორმაგი ინტერფეისის მქონე USB მეხსიერებები იდეალური საშუალებაა ჩვენი ტელეფონის, პლანშეტის მეხსიერების განსატვირთად, რადგან შეგვიძლია მასზე გადავიტანოთ ვიდეო/ფოტო მასალა და მეტი თავისუფალი ადგილი დავიტოვოთ მობილურ მოწყობილობებზე. გარდა ამისა, USB მეხსიერება პრაქტიკულია კონტენტის შემქმნელებისთვის, ან უბრალოდ ადამიანებისთვის, ვისაც მუდამ უნდა ჰქონდეს წვდომა მასალებზე. მაღალი სიჩქარე და დიდი მოცულობა საშუალებას იძლევა სწრაფად და უსაფრთხოდ გადაიტანოთ მასალები ერთი მოწყობილობიდან მეორეზე. თავად Flash მეხსიერება ჩამოკიდოთ გასაღების აცმაზე და მუდამ თან იქონიოთ. Kingston-ის ახალი, USB 3.2 Gen 1 სიჩქარის USB Flash მეხსიერება — Exodia M საუკეთესო არჩევანია ამ მიზნით. მისი წონა 10 გრამია, სიგრძე 7 წმ, მოცულობა კი 256GB-მდე.
ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ ადამიანის საქმიანობაც მეტად დისტანციური გახდა. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია მონაცემების ციფრული შენახვისა და გადაცემის პროგრამული უზრუნველყოფების განვითარებას, Cloud-ის როლის ზრდა. მეორე მხრივ, კი ადამიანის საქმიანობის გაციფრულებამ ბევრ შესაძლებლობასთან ერთად არაერთი რისკიც გააჩინა. მათ შორის ყველაზე მწვავე და გავრცელებული კიბერთავდასხმებია. ფაქტმა, რომ როგორც რიგითი ადამიანები, ისე კორპორაციები, ბიზნესები და სამთავრობო სტრუქტურები სენსიტიურ, მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციას ციფრულად ინახავენ, cloud ჰაკერების თავდასხმის მთავარ სამიზნედ აქცია. დღეს ზიანის მომტანი პროგრამების ნახევარზე მეტი (61%) ზუსტად cloud-ის აპლიკაციებით ვრცელდება. მართალია, ინფორმაციის დაცვის არაერთი მექანიზმია განვითარებული, თუმცა მომხმარებელს არასდროს აქვს სრული კონტროლი იმაზე, თუ რა ხდება cloud-ში. მანამ, სანამ ის ციფრული და საერთო სისტემის ნაწილია, ყოველთვის არის რისკი, რომ უსაფრთხოების სისტემამ გვიმტყუნოს და კონფიდენციალური ინფორმაცია მოიპარონ.
Cloud-ისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს სრული კონტროლი იმ მონაცემებზე, რომლებიც შენახული და დაშიფრულია USB დრაივში. ჩვენ გარდა მასზე არავის აქვს წვდომა. ამას გარდა, ფლეშკა მონაცემების გადატანისა თუ შენახვისთვის არ საჭიროებს ინტერნეტსა და რაიმე სახის პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც, ერთი მხრივ, მას მოსახერხებელს და ყოველთვის ხელმისაწვდომს ხდის და, მეორე მხრივ, ამცირებს ოპერაციის შესრულებისას გარედან ჩარევის, თავდასხმის რისკებს. ზუსტად კონფიდენციალურობა და დაცულობაა ის სფერო, რომელშიც, ერთი შეხედვით, მოძველებული ფლეშკები ჯერ კიდევ განსაკუთრებულ აქტუალურობას ინარჩუნებენ. სამყაროში, სადაც ყოველ დაკლიკვაზე არის რისკი, რომ ჩვენი პირადი მონაცემები სხვის ხელში აღმოჩნდება, მონაცემების უსაფრთხო შენახვა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
USB დრაივის ამ ფუნქციასთან ერთად თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მოწყობილობის ზომა შემცირდა, საკმაოდ მსუბუქი გახდა, ხოლო შენახვის მოცულობა და გადაცემის სისწრაფე კოლოსალურად გაიზარდა. მაგალითად, Kingston-ის პატარა ზომის, USB 3.2 Gen თაობის Micro მოდელი გამოირჩევა მაღალი სიჩქარით — 200მბ/წმ-ში და 256GB-მდე მოცულობით.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც USB მეხსიერების შეძენისას უნდა მიაქციოთ ყურადღება, არის ბრენდის სანდოობა, რაც მასალების უსაფრთხოების გარანტია. ამერიკულ კომპანია Kingston Technology-ის 35 წლიანი გამოცდილება აქვს და მუდმივად გვთავაზობს ახალ მოდელებს, გაუმჯობესებულ სიჩქარეს და ტექნოლოგიებს.
Kingston Technology თავის USB მეხსიერებებზე 5-წლიანი გარანტიას გვთავაზობს. გარდა მაღალი ხარისხისა და გამოყენების სიმარტივისა, კომპანია არჩევანის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. Kingston Technology-ის პროდუქციის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
კომენტარები