გერმანიაში მსოფლიოს პირველმა 100%-ით წყალბადზე მომუშავე მატარებელმა დაიწყო მოძრაობა
კომპანიამ მსგავს მატარებლებზე შეკვეთები უკვე საფრანგეთიდან, გერმანიიდან და იტალიიდან მიიღო
საფრანგეთში დაფუძნებულმა კომპანია Alstom-მა ტრანსპორტირების სფეროში მოახდინა გარღვევა. კომპანიამ განაცხადა, რომ მსოფლიოს პირველმა წყალბადზე მომუშავე მატარებელმა, Coradia iLint-მა, ბრემერვორდეს, ქვედა საქსონიას (გერმანია) მიაღწია.
ეს რეგიონალური მატარებელი მხოლოდ ორთქლსა და კონდენსირებულ წყალს გამოყოფს. Alstom-ის განცხადებით, ამ გზით ისინი მსოლიოში ყველაზე მწვანე რკინიგზის ქსელს ჩაუყრიან საფუძველს.
"მდგრადი მომავლისთვის ნულოვანი ემისიიისთვის მიღწევა მნიშვნელოვანი მიზანია და Alstom-ს აქვს ამბიცია, რომ მსოფლიოში მატარებლების ალტერნატიული ძრავის ლიდერი გახდეს", — ამბობს კომპანიის CEO.
"მსოფლიოს პირველი წყალბადზე მომუშავე მატარებელი აჩვენებს ჩვენს ერთგულებას მწვანე ტრანსპორტისა და უახლესი ტექნოლოგიებისადმი."
1 კილოგრამის წყალბადის საწვავს იმავე სამუშაოს შესრულება შეუძლია, რასაც 4.5 კილოგრამის დიზელი ასრულებს. CNN-ის მიხედვით, პროექტი დაახლოებით $93 მილიონი დაჯდა და მალე ის რეგიონის 15-ივე მატარებელს ჩაანაცვლებს.
მატარებელი მუშაობისას მინიმალურ ხმას გამოყოფს და წყალბადის სრულად ჩასხმის შემდეგ მთელი ერთი დღე შეუძლია, იმუშავოს. მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ, თუმცა მატარებლების რეგულარული სიჩქარე გერმანიაში 80-120 კმ/სთ-ია.
ქვედა საქსონიის გუბერნატორმა ამ ამბავს უწოდა "სამაგალითო დანარჩენი მსოფლიოსთვის".
მატარებლის შემდეგი გაჩერებაა ფრანკფურტი, სადაც უკვე 27 მსგავსი მატარებელი შეუკვეთეს. ამის შემდეგ ის იტალიისკენ აიღებს გეზს, სადაც ექვსი მატარებელი შეუკვეთეს და საფრანგეთისკენ, სადაც 4 რეგიონისთვის 12 მატარებელს ელოდებიან.
Coradia iLint გერმანიის მდგრადი განვითარების დიზაინის გამარჯვებულიც გახდა.
კომენტარები