უკვე რამდენიმე საათია, Facebook უჩვეულო ხარვეზით მუშაობს: მომხმარებელთა მთავარი News Feed-ები ცნობილი ადამიანებისათვის (Lady Gaga, Nirvana, The Beatles და ა.შ.) სხვების მიერ გაგზავნილი უმნიშვნელო პოსტებით ივსება.

მომხმარებლებმა შემთხვევით უკვე ისარგებლეს და ცნობილ ადამიანებს "მიმებს" უგზავნიან, რადგან იციან, რომ მათ ბევრი ადამიანი ნახავს.

ერთ-ერთი ასეთი ფოტო, რომელიც, შესაძლოა, საკუთარ Feed-ზე უკვე იხილეთ, სენდვიჩის სურათია წარწერით: "თუ ამას ხედავ, გააზიარე სხვა ცნობილი ადამიანის Facebook გვერდზე, გააგრძელებინე ინდაურის სენდვიჩს სვლა" — "If you see this share it to another celebrities Facebook page keep the turkey sandwich moving".

ფოტო: თჰე ერგე

ზოგიერთი მომხმარებელი ამით სულაც ბოროტად სარგებლობს და არასასურველ სარეკლამო მასალას გზავნის, PayPal-ის დონაციათა ბმულები იქნება ეს თუ კრიპტოვალუტის პროექტების რეკლამები.

მართალია, ეს ტრადიციული გაგებით შეფერხებას არ ჰგავს, თუმცა დილის 10 საათიდან Downdetector-ს უკვე არაერთმა მომხმარებელმა ამცნო პრობლემების შესახებ. Facebook აპლიკაციის მფლობელ კომპანია Meta-ს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.