ბაირაქტარის მწარმოებელი კომპანია, მზარდი მოთხოვნის ფონზე, მომდევნო 3 წელი შეკვეთებს ვეღარ მიიღებს
ცნობილი დრონების, ბაირაქტარების, მწარმოებელ თურქულ კომპანიას მომლოდინეთა 3-წლიანი სია აქვს. ეს უპილოტო საფრენი აპარატი ფართო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილი უკრაინაში რუსული ტანკების წინააღმდეგ მისი წარმატებული გამოყენების შემდეგ გაახდა.
Ukraine's Come Back Alive foundation-თან ინტერვიუში ჰალუკ ბაირაქტარმა, თურქული თავდაცვითი კომპანია ბაიკარის CEO-მ, განაცხადა, რომ ამ დროისთვის კომპანიას ძალუძს, აწარმოოს თვეში ოცი TB2 ბაირაქტარი დრონი, თუმცა სურს წარმოების გაზრდა უკრაინაში დამატებითი ქარხნის აშენებით, რომელზეც ჯერ კიდევ შარშან შეთანხმდენენ.
ასევე იხილეთ: როგორ მუშაობს ბაირაქტარი — უკრაინის ქირურგიული სიზუსტის იარაღი რუსეთის წინააღმდეგ
"ჩვენ უკრაინას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად აღვიქვამთ", — თქვა ბაირაქტარმა და აღნიშნა, რომ კომპანიამ უკრაინაში თავისი ქარხნის მშენებლობა უკვე დაიწყო.
"დავთანხმდით უკრაინაში ჩვენი ქარხნის, კვლევითი ცენტრის და მოწინავე მანუფაქტურული ცენტირის მშენებლობაზე", — თქვა მან.
The Come Back Alive foundation-ს CEO-მ განუცხადა, რომ კომპანია შემდეგი სამი წლის მანძილზე შეკვეთას ვეღარ მიიღებს, რადგან დრონებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.
"ეს მოწყობილობა ბრძოლის ველზე საკმაოდ ეფექტურია და სულ უფრო მეტ ქვეყანას სურს, ის შეიძინოს", — აღნიშნა მან.
დრონებმა დიდი ეფექტურობა უკრაინაშიც აჩვენა
მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრისას უკრაინელებმა უამრავი რუსული სამხედრო მანქანა გაანადგურეს, TB2 ბაირაქტარის დრონები უკრაინაში ლეგენდარული გახდა. მან ცნობილ ხალხურ სიმღერაზეც კი იქონია გავლენა.
ომის პირველ დღეებში TB2 ბაირაქტარმა ძალიან დიდი როლი შეასრულა რუსეთის არმიის შეჩერებასა და ტანკების განადგურებაში.
ბაკარმა განაცხადა, რომ მას სურს, ბაირაქტარი კიზილელმა (Bayraktar Kizilelma) და Aknc დრონებიც იწარმოებოდეს უკრაინულ ქარხანაში.
ივნისში კომპანიამ დრონების შესაძენად შეგროვებულ თანხაზე უარი თქვა და უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა სამი დრონი, ხოლო შეგრვებული თანხა "უკრაინის მებრძოლ ხალხს" გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრანის თავდაცვაში თავიდან დრონებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, ექსპერტებმა Insider-ს განუცხადეს, რომ მათმა მნიშვნელობამ ბრძოლაში რუსული საჰაერო ძალების ჩართვასთან ერთად იკლო.
რა ღირს TB2 ბაირაქტარის დრონი?
უკრაინასთან დადებული კონტრაქტის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატის საკონტროლო მოწყობილობა 5 მილიონი აშშ დოლარი ღირს. ლიეტუველებმა ომის დაწყებისთანავე დაიწყეს ფულის შეგროვების კამპანია, რათა ბაირაქტარის დრონი შეეძინათ და სამ დღეში $5 მლნ შეგროვდა.
რამდენი TB2 დრონი აქვს უკრაინას?
Middle East Eye-ის მიხედვით, სამშაბათს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა, განაცხადა, რომ მათ ომის დაწყებიდან დრემდე თურქელი კომპანია ბაიკარისგან 50 დრონი მიიღეს.
თავის Facebook პოსტში რეზნიკოვმა დალოცა უკრაინა და კომპანია ბაიკარი, რომელმაც უარი თქვა თანხის მიღებაზე და უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა სამი დრონი.
რამდენი რაკეტა აქვს ბაირაქტარის დრონს?
Baykar Technologies-ის რეკლამის მიხედვით, თითო დრონს 4-მდე ლაზერით მართული რაკეტა აქვს. დრონი საკმაოდ კომპაქტური და მსუბუქია (დაახლოებით შვიდჯერ მსუბუქი, ვიდრე აშშ-ის არმიის Reaper დრონი) და შეუძლია 30 საათის მანძილზე ფრენა.
კომენტარები