აშშ-ში ათობით სუპერმარკეტში გადახდას ხელის სკანირებით შეძლებენ
ამაზონის ხელის სკანირების ტექნოლოგია ფართოვდება და ახლა Whole Foods-ის 65 ლოკაციაზე ხელის დასკანერებით შეგეძლებათ გადახდა. გადახდის ეს მოწყობილობები პირველად 2020 წელს დაინერგა, როგორც Amazon One გადახდის სერვისის ნაწილი. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადაიხადოს ხელის ერთი მოძრაობით.
ეს მსგავსი მომსახურების უპრეცედენტო ზრდაა. Whole Foods-ის მარკეტებში მსგავსი მომსახურების მიღება უკვე დღეიდან მალიბუში, მონტანასა და სანტა მონიკაში შეუძლიათ.
მომხმარებელს Amazon One-ის დარეგისტრირება ხელის ანაბეჭდით შეუძლიათ სპეციალურ ლოკაციებსა და მაღაზიის გაყიდვის პუნქტებში. რეგისტრაციისთვის, თქვენ უნდა მიუთითოთ გადახდის ბარათი, ტელეფონის ნომერი, დაეთანხმოთ Amazon-ის მომსახურების პირობებს და გაუზიაროთ ხელის სურათი.
ამ პროცესის გავლის შემდეგ, უბრალოდ ხელის მოძრაობით შეგეძლებათ გადახდა და ეს ყველაფერი საფულის, ბარათისა თუ ტელეფონის გარეშე. პროექტის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ ეს მომსახურების პროცესს გაააუმჯობესებს, მომხმარებელს შეძენას გაუმარტივებს და პროცესებს დააჩქარებს.
პირველ ეტაპზე მომსახურება Amazon-ის მფლობელობაში მყოფ კომპანიებში იქნება. თუმცა, მომავალში მომსახურების გაფართოება იგეგმება და ის გლობალური გახდება.
Amazon აცხადებს, რომ ხელის ანაბეჭდის ფოტო არ ინახება ადგილობრივად; ამის ნაცვლად, ისინი დაშიფრულია და შემდეგ იგზავნება სპეციალურ სერვერზე. იქ კი ის საიმედოდაა დაცული.
კომენტარები