ჩინეთის გზებზე თვითმართვადი რობოტაქსები გამოჩნდა
ჩინური ტექ გიგანტი Baidu ავტონომიური მანქანების ჩაშვებას იწყებს და ეს ორ დიდ ქალაქში მოხდება.
კომპანიის პრესრელიზის თანახმად, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე Baidu-მ მოიპოვა ნებართვა, თავისი უპილოტო ავტომობილების ოპერირების და ეს ორ დიდ ქალაქში — ვუჰანსა და ჩონცინგში.
გამოცემის თანახმად, საწყის ეტაპზე კომპანიას თითო ქალაქში 5 ავტომობილი ეყოლება. ისინი დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე იმუშავებენ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩინეთი ამერიკას უპილოტო რობოტაქსების მხრივაც გაუწევს კონკურენციას.
Baidu-მ ასევე განაცხადა ამ კვირაში, რომ Jidu Auto, მისი "რობოტი" სატრანსპორტო საშუალება, ავითარებს ტექნოლოგიებს, რომლებიც Tesla-ს თვითმართვად შესაძლებლობებს ბევრად უსწრებს. თუ რამდენად რეალურია ეს ამას დრო გვიჩვენებს.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია მანქანა იყოს ელექტრონული, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის იყოს ჭკვიანი", — განმარტა ინტერვიუში Baidu-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობინ ლიმ.
ვნახოთ რა იქნება შემდეგი და როგორი იქნება უპილოტო ავტომობილების მომავალი.
კომენტარები