რა შეგიძლიათ შეიძინოთ კერძო სახლისთვის ნოვას წარმოებული პროდუქციიდან?
ფოტო: ნოვა
მათ, ვისაც საკუთარი კერძო სახლის მშენებლობის დაგეგმვა-მართვაში მიუღია მონაწილეობა, კარგად ეცოდინება, რამხელა სიამოვნება მოაქვს იმის ყურებას, თუ როგორ იღებს ის საბოლოო სახეს. მეორე მხრივ, მშენებლობა დამღლელი პროცესია, განსაკუთრებით რთული კი საჭირო მასალების შერჩევაა. მით უმეტეს, მათი მოძიება ხშირად სხვადასხვა ადგილას გვიწევს.
თუ გსურთ, ამ პრობლემის წინაშე თავად არ დადგეთ და სახლის შენებისა და მოწყობის პროცესით მაქსიმალურად ისიამოვნოთ, მაშინ გირჩევთ, სტატია ბოლომდე წაიკითხოთ. ჩვენ გაგაცნობთ ნოვას წარმოებული სამშენებლო-სარემონტო მასალების ფართო ასორტიმენტსა და სახლის მოწყობისთვის საჭირო სხვა პროდუქტებს. მიგასწავლით ადგილსაც, სადაც ერთ სივრცეში კომფორტულად შეძლებთ მათ დათვალიერებასა და შეძენას.
სახურავი და მისი აქსესუარები
ნოვა საქართველოში 10-ზე მეტი განსხვავებული ფორმის თუნუქის სახურავს ქმნის. ესენია: მეტალოკრამიტი, პროფილირებული ფენილი და ჩამკეტიანი ფურცლოვანი ფენილი ანუ ნოვა კლასიკი. ასორტიმენტი რეალურად კიდევ უფრო დიდია, რადგან მომხმარებელს გადასახური მასალის სისქეების და ფერების არჩევის საშუალება აქვს. სახურავების ფართო ასორტიმენტი გაგიადვილებთ მასალა ზუსტად მოარგოთ სახლის სტილს, დიზაინსა და სპეციფიკურ საჭიროებებს. ნოვას ონლაინმაღაზიასა და მეგაცენტრებშივე იპოვით სახურავის დასამონტაჟებლად საჭირო ნებისმიერ პროდუქციასა და აქსესუარს.
ნოვას გადასახური მასალების, მისი განსხვავებული ფორმებისა და მახასიათებლების უკეთ გასაცნობად გადადით ბმულზე.
საიდინგები
საიდინგი – გარე ფასადების შესაფუთი მასალა – ძალიან პოპულარულია აშშ-სა და ევროპაში, რადგან მათ გამოყენებას ბევრი უპირატესობა აქვს. ის აკავებს ნესტს, იცავს კედლებს ძლიერი წვიმების, ქარის, სიცხისა და ყინვისგან და სხვა გარემო პირობებით მიყენებული ზიანისგან. საიდინგი გამოიყენება სახლის იზოლაციისთვისაც, რათა ხელი შეუშალოს შენობაში ტემპერატურის ხშირ ცვლილებას და იყოს ენერგოეფექტური. თანამედროვე დიზაინში მას იყენებენ ვერანდების შესაფუთადაც, რათა შექმნან მეტი სიმყუდროვე. ის, ასევე, იდეალურია ღობეების გასაკეთებლად.
საიდინგი საქართველოში ჯერ ფართოდ გავრცელებული არ არის და პოპულარობას ახლა იძენს. დაახლოებით ერთი წელია მასზე ხელმისაწვდომობაც გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ნოვამ საიდინგების ქართული წარმოება დაიწყო. დღეს კომპანია სამი განსხვავებულ ფორმის, ათზე მეტი ფორმატისა და სხვადასხვა ფერებისა და სისქის საიდინგს ქმნის. შესაფუთ მასალას კომპანია სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული თუნუქისგან ამზადებს, რის გამოც ის არის გამძლე და აქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა. ამასთან ერთად, ნოვას საიდინგი არის მსუბუქი და მარტივად სამონტაჟო.
საიდინგების დანიშნულებაზე, უპირატესობებზე და მის ქართულ წარმოებაზე მეტის გასაგებად ეწვიეთ ბმულს.
წყალსაწრეტი სისტემები
ფოტო: ნოვა
სახლისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი წყალსაწრეტი სისტემაა, რომელიც იცავს სახურავსა და კედლებს წვიმისა და ნადნობი წყლისგან. ნოვა წყალსაწრეტი სისტემის მოწყობისთვის საჭირო 10-ზე მეტ ელემენტს აწარმოებს, მათ შორის, საწვიმარ ღარებს, მილებს, ძაბრებსა და პანელებს. ხელმისაწვდომია მათი მრგვალი და ოთხკუთხედი დიზაინიც. ამასთან ერთად, ნოვა მომხმარებელს სთავაზობს სახურავების შესაბამისი ფერების წყალსაწრეტ სისტემებს, რაც სახლის ერთიანი სტილის შექმნაში დაგეხმარებათ და მას დასრულებს სახეს მისცეს.
თაბაშირ-მუყაოს პროფილები და აქსესუარები
სახლის რემონტის პროცესს – ინტერიერის მოწყობასა და მოპირკეთებას ნოვას თაბაშირ-მუყაოს პროფილები და სხვა სარემონტო აქსესუარები და პროდუქტები გაგიმარტივებთ. ამ ტიპის პროდუქციაში შედის ჭერის, ტიხრის, ზედაპირის სასწორებელი პროფილები, სამღებრო კუთხოვანები, აგრაფები და სხვა. ნოვამ ათ სხვადასხვა ზომებს ამზადებს, რათა მაქსიმალურად მოერგოს მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.
სეპტიკური ავზები და საკომუნიკაციო ჭები
ნოვას წარმოების სეპტიკური ავზები, საკომუნიკაციო ჭები და მისი დამონტაჟებისთვის საჭირო აქსესუარები, სანიაღვრე სისტემისა და კანალიზაციის პრობლემას მარტივად მოგიგვარებთ. კომპანია მათ მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან ამზადებს, რათა რაც შეიძლება ხანგრძლივი იყოს მათი ექსპლუატაციის ვადა. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეარჩიონ სეპტიკური ავზების სასურველი მოცულობაც.
პოლიეთილენის ავზები
ფოტო: ნოვა
სუფთა წყლის მომარაგებაში „ნოვას“ წარმოების პოლიეთილენის ავზები დაგეხმარებათ, რომლებიც უმაღლესი ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან მზადდება, ის არ შედის რეაქციაში და თავსებადია საკვებ პროდუქტებთან. მომხმარებელს „ნოვა“ განსხვავებული ფორმებისა და მოცულობის (100-დან 10 000 ლიტრამდე) ავზებს სთავაზობს.
პოლიეთილენის ურნები
ფოტო: ნოვა
ნარჩენების შეგროვებასა და მართვაში კი ნოვას პოლიეთილენის ურნები დაგეხმარებათ, რომელთა შერჩევასაც ტევადობისა და ფერების მიხედვით შეძლებთ.
ნოვამ ქართული წარმოება 2011 წელს დაიწყო და დღეს 400-ზე მეტი დასახელების ქართულ პროდუქტს ქმნის, რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, მაღალტექნოლოგიური დანადგარებითა და ევროსტანდარტების სრული დაცვით. სწორედ ამიტომ, ნოვას ნიშანი არა მხოლოდ ქართულ, არამედ ხარისხიან პროდუქტებთანაც ასოცირდება.
ნოვას პროდუქციის შერჩევასა და შეძენას მის ონლაინმაღაზიაში ან მეგაცენტრებში შეძლებთ, რომლებიც განთავსებულია საქართველოს 6 ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავსა და მარნეულში.
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები