რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს საბოლოოდ 2024 წლის შემდეგ დატოვებს
გახდა ცნობილი, რომ რუსეთი არ გააგრძელებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მუშაობას მას შემდეგ, რაც პროექტზე მისი ამჟამინდელი ვალდებულებები ამოიწურება. ეს კი 2024 წლის ბოლოსთვის მოხდება. ინფორმაციას თავად როსკოსმოსი ავრცელებს.
"რა თქმა უნდა, პარტნიორების წინაშე ყველა ვალდებულებას შევასრულებთ, მაგრამ 2024 წლის შემდეგ ამ სადგურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამ დროისთვის ჩვენ დავიწყებთ რუსული ორბიტალური სადგურის ფორმირებას", — უთხრა ვლადიმერ პუტინს, როსკოსმოსის ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა იური ბორისოვმა.
ამის შემდეგ ბორისოვმა პუტინისგან შემდეგი პასუხი მიიღო — "კარგია".
ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ რას ნიშნავს ეს ISS-ისთვის. ამერიკელმა ასტრონავტმა კიელ ლინდგრენმა ჟურნალისტებს კოსმოსურ სადგურზე ჩატარებული კვლევების შესახებ პრესკონფერენციაზე განუცხადა, რომ ეს ამბავი ბევრს არაფერს ცვლის.
"ეს ბოლო სიახლეა... ჩვენ ამაზე ოფიციალურად არაფერი გვსმენია", — თქვა ასტრონავტმა.
კომენტარები