NASA-ს ეგზოპლანეტებზე სიცოცხლის ნიშნების აღმოსაჩენად ახალი ამბიციური გეგმა აქვს
NASA-ს მოწინავე კონცეფციების ინსტიტუტი ცნობილია ასტრონომიისა და კოსმოსის კვლევის სფეროებში ახალი იდეების მხარდაჭერით. 2011 წელს ხელახლა დაარსების შემდეგ, ინსტიტუტმა მხარი დაუჭირა სხვადასხვა პროექტებს, როგორც სამფაზიანი პროგრამის ნაწილს.
თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ სამმა პროექტმა მიიღო III ფაზის დაფინანსება. და ერთ-ერთმა ასეთმა პროექტმა ახლახან გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღწერილია მისია — რის მიხედვითაც უნდა შემუშავდეს ტელესკოპი, რომელიც ეფექტურად დაინახავს ბიოხელწერებს ახლომდებარე ეგზოპლანეტებზე. და ეს ჩვენი მზის გრავიტაციული ლინზების გამოყენებით.
თუმცა, ამ მისიის დიზაინის რამდენიმე გასაოცარი მახასიათებელია, რომელთაგან ერთ-ერთი დეტალურად არის განხილული Centauri Dreams-ში.
კონცეფციის მიხედვით, დიდი კოსმოსური ხომალდის ნაცვლად მეცნიერები რამდენიმე პატარა ზომის დანადგარს გაუშვებენ, რომლებიც ნელ-ნელა ერთმანეთთან გაერთიანდებიან. გაერთიანება დედამიწიდან საკმაოდ შორს მოხდება, მზის სისტემის კიდეში და ამ ყველაფერს დაახლოებით 25 წელი დასჭირდება.
ასეთი დიდი დისტანციის დასაფარად პატარა ზომის კოსმოსური ხომალდები მზეს გამოიყენებს. მზის გრავიტაციული სტიმულის გამოყენება გამოცდილი და ჭეშმარიტი მეთოდია. ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე სწრაფი ობიექტი, Parker Solar Probe, სწორედ ამ ტექნიკას იყენებდა.
რაც შეიძლება მოჰყვეს ამ გაერთიანებას არის ეგზოპლანეტის უკეთესი გამოსახულება, როგორიც აქამდე არ გვინახავს. რომელი ეგზოპლანეტა იქნება საუკეთესო კანდიდატი, ჯერ არ არის დაკონკრეტებული.
მისიას ჯერ არ მიუღია რაიმე კონკრეტული დაფინანსება და ჯერ კიდევ გვჭირდება ტექნოლოგიების განვითარება მსგავსი მისიების შესასრულებლად.
თუმცა, მსგავსი მასშტაბური მისიები ასე იწყება ხოლმე. მკვლევრების თქმით, ის საკმაოდ რეალურადაც გამოიყურება, უბრალოდ საჭირო იქნება დრო და დიდი ფინანსები. დარგის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ამ კვლევის მიღმა მყოფი გუნდი იმსახურებს ქებას, რადგან საფუძველი ჩაუყარეს მნიშვნელოვან იდეას.
კომენტარები