Tesla-მ თავისი ბიტკოინის 75 პროცენტი გაყიდა
Tesla-ს 2022 წლის მეორე კვარტალში ფინანსური ანგარიში ცხადყოფს, რომ კომპანიაზე ინფლაცია და მთლიანი ეკონომიკური ვარდნა აისახა. ასევე მნიშვნელოვანია ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასების დაცემაც. ინვესტორებისადმი მიწერილ წერილში Tesla-ს აღმასრულებლები აცხადებენ, რომ კომპანიამ საკუთრებაში მქონე ბიტკოინის 75 პროცენტი გაყიდა. საუბარია 936 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტაზე.
გასულ წელს Tesla-მ 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ბიტკოინში და გამოაცხადა, რომ კომპანია მიიღებდა ბიტკოინს გადახდის სახით. ტესლამ ბიტკოინის მიღება მარტის ბოლოს დაიწყო, შემდეგ კი უეცრად, 49 დღის შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება. უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიის მფლობელობაში დარჩენილი ციფრული აქტივობა 218 მილიონი დოლარია. წინა კვარტალებში კი ეს აქტივობა დაახლოებით 1.2 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა.
გასულ წლის ივლისში, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა თქვა, რომ ბიტკოინის ღრმად სწამდა და საბოლოოდ მისი ფასი გაიზრდებოდა.
ინვესტორებთან საუბრისას მასკმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის გაყიდვა არ უნდა იქნას მიღებული როგორც რაიმე ვერდიქტი ბიტკოინთან მიმართებით. და, რომ კომპანია ყიდის თავის ბიტკოინს ჩინეთში მომხდარი ჩაკეტვებთან დაკავშირებით. საუბარია კორონავირუსის ახალ ტალღაზე, რომელის პრევენციისთვის ჩინეთში ახალი ჩაკეტვები დაიწყო.
"უბრალოდ ტესლას ფული სჭირდებოდა, ნაღდი ფული. ჩვენ არ ვყიდით Dogecoin-ს", — თქვა მასკმა.
კომპანიის ინვესტორებთან შეხვედრა ონლაინ ზარის საშუალებით შედგა, მისი მოსმენა აქ შეგიძლიათ.
კომენტარები