მეცნიერებმა ადამიანის კუნთოვანი უჯრედები "დათვის შრატის" ინიექციით გააძლიერეს
როგორც ჩანს, მომავალში შეიძლება უცნაური სუპერგმირები მივიღოთ. იაპონელი მეცნიერების თქმით, ადამიანის კუნთების უჯრედებში დათვის შრატის შეყვანით შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება.
მთავარი ბენეფიტი, ჰიროსიმას უნივერსიტეტის პრესრელიზის თანახმად, არის დათვების უნარი, იძინონ დიდი ხნის განმავლობაში კუნთების მასის დაკარგვის გარეშე.
ადამიანის შემთხვევაში კუნთის მასის დაკარგვა ბევრად მარტივად და მალე ხდება. დათვის შემთხვევაში ეს ასე არაა. ცნობილია, რომ დათვებს თვეების განმავლობაში ბუნკერში სძინავთ ჭამისა და სასმელის გარეშე, მაგრამ არ კარგავენ მნიშვნელოვან კუნთოვან მასას. რაც შეეხება ადამიანს, ჩვენ კუნთოვანი მასის დაკარგვას ბევრად მალე ვიწყებთ.
უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა კვლევა ჟურნალ PLoS ONE-ში გამოაქვეყნდა.
"ჰიბერნაცია ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რომელსაც ცხოველები იყენებენ. მისი გასაღები ადამიანებს შესაძლებლობებს ძალიან გაგვიზრდის. მისი დევიზია — არ გამოიყენო კუნთი და არ დაკარგო", — ამბობს კვლევის ავტორი მიცინორი მიაზაკი.
მეცნიერებმა ჯერ კიდევ ზუსტად არ იციან როგორ მუშაობს დათვის ცილები ჰიბერნაციის დროს. ამაზე პასუხის მიღებამ ადამიანების ცხოვრების ხარისხი შეიძლება გააუმჯობესოს.
"დათვების ჰიბერნაციაზე დაკვირვებით და კონკრეტული შრატის იდენტიფიცირებით ბევრის მიღწევა შეგვიძლია. მნიშვნელოვანია, რომ შრატის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. კუნთების შესუსტების შენელებით უამრავ ადამიანს დავეხმარებით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები კუნთის მასის შენახვას თუ გაძლიერებას უფრო მარტივად შეძლებენ", — ამბობენ მკვლევრები.
ერთი ინიექციის ძალის მომატება და სიმძიმეების აწევა კარგია, თუმცა მომავალში შეიძლება კუნთის მასის მოფრთხილებაც შევძლოთ.
კომენტარები