13 წლის შემდეგ Orphan ბრუნდება — ნახეთ ახალი ნაწილის ტრეილერი
ფოტო: Warner Bros. Pictures / Paramount
კინოს სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ბოროტმოქმედი ეკრანებზე ბრუნდება!
13 წლის შემდეგ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშინელებათა ჟანრის ფილმის — Orphan (ობოლი) ახალი ნაწილი გადაიღეს და ამ ჟანრის მოყვარულებს კიდევ ერთი დამაინტრიგებელი სანახაობა ელოდება.
მართალია, პირველი ნაწილი ყველაზე მეტად თავისი მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ფინალითაა ცნობილი, თუმცა სულ ახლახან გამოსული ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, ამჯერადაც მოუწევს მაყურებელს ნერვიულობისგან ფრჩხილების კვნეტა:
ობოლი 2009 წელს გამოვიდა და მაშინვე მოიპოვა დიდი აღიარება. მართალია, ორიგინალი ფილმი ანტიგმირის, ესთერის მკვლელობით დასრულდა, თუმცა არ შეშინდეთ, ახალ ნაწილში ის არ ცოცხლდება: მომავალი ფილმი მისი წინარე ისტორიისა და მისი პირველი მსხვერპლების შესახებ მოგვითხრობს. ამ ახალი ნაწილის სახელწოდებაც ასეთია: Orphan: First Kill (ობოლი: პირველი მკვლელობა).
რაც ყველაზე მთავარია, საკულტო როლს კვლავ იზაბელ ფურმანი ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ფილმის გადაღებისას ის 12 წლის იყო, ახლა კი უკვე ოცდახუთისაა.
ამასთან დაკავშირებით მსახიობმა განაცხადა:
"მომწონს გამოწვევა, რომ ბავშვის როლი უნდა შევასრულო, რადგან ეს ისტორიულად არასდროს მომხდარა: ზრდასრულ ადამიანს არასდროს განუსახიერებია ბავშვი. როცა პირველად ეს როლი მოვირგე, მაშინ ბავშვიც უნდა ვყოფილიყავი და ზრდასრულიც. მაშინ ზრდასრულობის თამაში იყო რთული, ახლა კი პირიქით — ბავშვობა იყო გამოწვევა. თუმცა ეს მაინც შევძელით".
თანაც მსახიობი აღნიშნავს, რომ გადაღებისას კომპიუტერული ეფექტები არ გამოუყენებიათ:
"ჩვენ არ გამოგვიყენებია სპეციალური ეფექტები, არც გრიმის ხრიკები. და ვფიქრობ, თუნდაც ამის გამოცაა ეს ფილმი საინტერესო, რადგან ვერაფრით ამოხსნი, რანაირად ვგავარ 9 წლის ბავშვს, მაგრამ ფაქტია, რომ ვგავარ".
ფილმის პრემიერა 18 აგვისტოსაა დაგგემილი და იმედია, მისი ხილვა საქართველოს კინოთეატრებშიც შეგვეძლება.
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა

კომენტარები