ტრანსპორტი ჩვენთვის გადაადგილების საშუალებაა. ამ მხრივ ადამიანი ოდითგანვე ცდილობდა კომფორტის შექმნას, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მისვლის გამარტივებას და რაც მთავარია, გადაადგილების დაჩქარებას.

დღეს გვაქვს მანქანები, თვითმფრინავები, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სულ უფრო აქტუალური ხდება ელექტრონული ავტომობილები, მფრინავი მანქანები და თვითმართვადი მოწყობილობები. მომავალში მძღოლის პროფესია შეიძლება ისევე გაქრეს, როგორც 20-ე საუკუნეში სხვა უამრავი საქმიანობა.

პოდკასტში ვსაუბრობთ ტრანსპორტზე და მის მომავალზე. განვიხილავთ იმას თუ როგორი იქნება მომავალში გადაადგილების საშუალებები. ჩვენი სტუმარია ზვიად სულაბერიძე, ინჟინერი და თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

SoundCloud

PodBean

Spotify

Google Podcasts

Apple Podcasts

Pocket Casts