კომპანია SpaceX საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
![](http://monica.on.ge/2022/06/21/elonmusk-provides-starlink-service-to-ukraine-as-russian-invasion-disrupt-internet-1645953159-1229.jpg)
ფოტო: Khaama Press
კომუნიკაციების კომისია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX საქართველოს ბაზარზე თავისი პროდუქციის გაშვებაზე მუშაობს. კერძოდ, ჩვენი ქვეყნისათვის Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებაზეა საუბარი.
კომუნიკაციების კომისია და SpaceX-ის წარმომადგენელი ახლახან შეხვდნენ ერთმანეთს:
როგორც კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე აცხადებს, "SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink-ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის".
აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, საქართველოსათვის Starlink-ის პროდუქტები განსაკუთრებით გამოსადეგი აღმოჩნდეს, ვინაიდან ეს მაღალმთიან რეგიონებში ინტერნეტის მიწოდების პრობლემას გადაჭრის და მოსახლეობას მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს.
კომენტარები