ნახეთ ვიდეო: იუთუბერი გვიჩვენებს ახალ მეთოდს, რომლითაც ელექტრო მანქანები წუთებში იმუხტება
ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია, რომ მომავლის ავტომობილი ელექტრო ავტომობილია. ეს ტექნოლოგია ბოლო რამდენიმე წელიწადში თვალსა და ხელს შუა განვითარდა და დაიხვეწა. ამისდა მიუხედავად, მომხმარებლებს აწუხებთ ელექტრო მანქანების დატენვის სიჩქარე და მაქსიმალური მანძილი.
ცხადია, ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც ელექტრო მანქანის პოტენციურ მყიდველს უჩნდება, არის ის, თუ რა მანძილის დაფარვა შეუძლია ავტომობილს ერთი დატენვით. მეორე კითხვა კი ისაა, რა დრო სჭირდება დაცლილი ელემენტის ბოლომდე დატენვას. განა ვინმეს უნდა საათობით დადგეს და ელოდოს, როდის დაიტენება მისი მანქანა?
რამდენად ახლოსაა ეს წუხილი რეალობასთან? სად გადის ზღვარი მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და გულწრფელ წუხილს შორის? იუთუბერმა მარკ ფერელმა სწორედ ამ კითხვაზე სცადა პასუხის გაცემა და მაყურებელს მანქანის დატენვის ახელი მეთოდი გააცნო, რომლითაც ავტომობილის ბოლომდე დატენვა წუთებშია შესაძლებელი.
ეს ინოვაცია ელექტრო მანქანებს კიდევ უფრო პოპულარულს გახდის, გამონაბოლქვის შემცირებასთან ერთად ელექტრო მანქანის მფლობელს ელემენტის დაცლაზეც აღარ მოუწევს ნერვიულობა.
რა ეტაპზეა ეს ახალი ტექნოლოგია? რამდენ ხანში ვიხილავთ წუთებში დატენილ მანქანებს? რამდენად უსაფრთხო და ენერგოეფექტურია ეს მეთოდი? ვიდეოში იხილავთ ყველა ამ კითხვის პასუხს.
კომპანიის ვებგვერდიდან კი ვიგებთ, რომ პროდუქტს Ecoflow Delta Max ჰქვია და მისი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. ვიდეოს თანახმად, მოწყობილობას შეუძლია ელექტრო მანქანის დამუხტვა სულ რაღაც 10 წუთში უზრუნველყოს. ხოლო ვიდეოს ტექსტი, შესაბამისი წყაროების მითითებით ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი.
საგულისხმოა, რომ ელექტრონული მანქანების ბაზრის ზრდის პარალელურად, არაერთი კომპანია მუშაობს ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ორი უმნიშვნელოვანესი პრობლემის, ან გინდაც დაბრკოლების გადაჭრაზე. ასე რომ, მომავალში უამრავ სიახლეს უნდა ველოდოთ, როგორც ელექტრო მანქანების დამუხტვის დროის, ასევე ერთ დატენვაზე გავლადი მანძილის მიმართულებით.
კომენტარები