კალიფორნიელი მოსამართლის თქმით, ფუტკრები, შესაძლოა, ლეგალურად თევზები იყვნენ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლოს თანახმად, ლეგალურად, ფუტკარი, შესაძლოა, თევზად იყოს კლასიფიცირებული.
განცხადება ამ კვირის სამშაბათს მას შემდეგ გაკეთდა, რაც სასოფლო სამეურნეო ჯგუფებმა სახელმწიფოს ველური ბუნების ოფიციალურ პირებს ბაზის ოთხი სახეობის კალიფორნიის გადაშენების პირას მყოფ სახეობათა აქტში (CESA) შეტანის მცდელობისთვის უჩივლეს.
მოსამართლემ გააუქმა რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გადაწყვიტა, რომ საფრთხის ქვეშ მყოფი ან გადაშენების პირას მყოფი ბაზები შესაძლოა, CESA-ში თევზების კატეგორიაში გაეყვანათ — ვინაიდან "თევზის" კატეგორია უხერხემლო ზღვის ცხოველებსაც მოიცავს.
"ეს კალიფორნიელი ბაზებისთვის შესანიშნავი დღეა", — აღნიშნა პრეს რელიზში პამელა ფლიკმა, Defenders of Wildlifes-ის წევრმა და საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა. "დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ CESA საფრთხის ქვეშ მყოფ ყველა ადგილობრივ სახეობას იცავს და იგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის სახელგანთქმული ბიომრავალფეროვნების დასაცავად".
CESA-ის მიხედვით, "გადაშენების პირას მყოფი სახეობები" მოიცავს როგორც ფრინველებს, ასევე ძუძუმწოვრებს, თევზებს, ამფიბიებს, ქვეწარმავლებსა და მცენარეებსაც. თუმცა, შესაძლოა, იგი არ მოიცავდეს საფრთხის ქვეშ მყოფ ისეთ სახეობებს, როგორებიც მწერები არიან.
მეორე მხრივ, კალიფორნიის თევზრეწვისა და თამაშის კოდექსის განმარტება "თევზში" მოიაზრებს როგორც ველურ თევზებს, ასევე მოლუსკებს, კიბოსნაირებს, უხერხემლოებსა და ამფიბიებსაც. სწორედ ამან მისცა საშუალება მსაჯულებს, "თევზის" განმარტება განეზოგადებინათ. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი კიბორჩხალასაც თევზს ეძახის.
განზოგადებული განმარტება სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, დაიცვას, მაგალითად, კალიფორნიის მტკნარი წყლის კრევეტი — სახეობა, რომელიც მხოლოდ კალიფორნიაში ცხოვრობს და რომელსაც საფრთხე ემუქრება.
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, ითვლებოდნენ თუ არა ფუტკრები უხერხემლოებად თევზის განსაზღვრების ქვეშ.
მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური განმარტებით თევზი წყალში მცხოვრები ხერხემლიანი ცხოველია სხეულის არასტაბილური ტემპერატურით, კალიფორნიული განსაზღვრება მასში ერთ ხმელეთზე მობინადრე არახერხემლიანს — Monadenia setosa-ის სახეობის ლოკოკინას უკვე მოიაზრებდა.
მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ თევზის განსაზღვრება არ უნდა შემოისაზღვრებოდეს წყალში მობინადრე ორგანიზმებით და ხმელეთის უხერხემლოებსაც უნდა მოიცავდეს, როგორიც ფუტკრები არიან.
ფუტკრების მსგავსი მწერები არაერთი საფრთხის წინაშე დგანან, დაწყებული პესტიციდებიდან, დასრულებული კლიმატის კრიზისით. უხერხემლოთა დაცვის არაკომერციული ორგანიზაცია Xerces Society-ის მიხედვით, ჩრდილო ამერიკის ბაზების 28% გადაშენების პირასაა.
კომენტარები