ნახეთ: ოპტიკური ილუზია, რომელიც შავ ხვრელში ჩავარდნას მოგაგონებთ
თუ ამ ფოტოს ყურებისას დაგეუფლებათ შეგრძნება, რომ შავი ხვრელი გშთანთქავთ, თქვენ მარტო არ ხართ. ჟურნალ Frontiers in Human Neuroscience-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის თანახმად, ადამიანების დაახლოებით 86 პროცენტს იგივე შეგრძნება აქვს.
ოპტიკურ ილუზიაში ახალი არაფერია, მათი უმეტესობა გვაფიქრებინებს, რომ თავად სტატიკური გამოსახულება რაღაცნაირად გარდაიქმნება, როცა ეს ასე არ არის. თუმცა, რაც ამ ფოტოს სხვა დანარჩენისგან განასხვავებს, ისაა რომ კონკრეტული ოპტიკური ილუზია თავად ადამიანს უჩენს შეგრძნებას, რომ თავად ის მოძრაობს და არა მარტო სურათი.
ამ ოპტიკურ ილუზიაში გასარკვევად ნორვეგიელმა და იაპონელმა მკვლევრებმა 50 კვლევის სუბიექტს ილუზიის სხვადასხვა ვარიაციები წარუდგინეს. მათ აღმოაჩინეს, რომ სუბიექტების უმეტესობისთვის ეს ყველაფერი მოქმედებს როგორც ჩამრთველი, ფართოვდება და იკუმშება გარემოში არსებული შუქის შესაბამისად. გამოსახულება, რომელმაც ბევრს შავი ხვრელი მოაგონა, დაკავშირდა განცდასთან, როდესაც ადამიანი გვირაბში შედის, ან უფსკრულში ეშვება.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები რეალურად არ იყვნენ გვირაბში და არც არაფერში ვარდებოდნენ, მათი ტვინი მაინც ასე რეაგირებდა. თუმცა, უმეტესობისთვის ეფექტი ხანმოკლე იყო.
ოპტიკური ილუზიები იმის დასტურია, რომ აღქმა ყოველთვის არ ასახავს რეალობას. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს კონკრეტული "ტვინის მატყუარა" ხელს შეუწყობს მომავალ კვლევებს იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები სამყაროს ვიზუალურად.
კომენტარები